შოკოლადის ნამცხვარი. ჰაეროვანი დესერტი ნაზი კრემით და ბანანით

273

თუ დესერტების მომზადება მოგწონთ, შოკოლადის ნამცხვარი ბანანით და ნაღების კრემით თქვენს კულინარიულ რვეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. ზღაპრულად გემრიელია, რომლის მომზადებას უდავოდ გაუმკლავდებით.

შოკოლადის ბისკვიტის გამოცხობასა და კრემის მომზადებაზე მინიმუმ დროს დახარჯავთ. მის აწყობას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. ამ პროცესზეა დამოკიდებული, როგორი გარეგნობა ექნება დესერტს.

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ნამცხვარი ბანანით

ნამცხვარი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, საცხობ ფორმას ყურადღება მიაქციეთ. თუ ბისკვიტი ძალიან დაბალი ან მაღალია, ნაკლებად მადისაღმძვრელი გამოვა. წარმატებული შოკოლადის ბისკვიტის მოსამზადებლად 42×43 სმ საცხობი ფორმა გამოიყენეთ. მასში დესერტის ძირი იდეალური გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 250 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 180 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 12 გ გამაფხვიერებელი
  • 220 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 ბანანი
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 400 მლ ნაღები
  • 10 გ ვანილი
  • 180 მლ რძე
  • 5 ს/კ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, შაქარი და მარილი ღრმა თასში ათქვიფეთ. მზესუმზირის ზეთი და რძე ჩაასხით. კარგად აურიეთ.

2. ხორბლის ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და ვანილი აურიეთ. მშრალი ინგრედიენტები გაცერით და კვერცხის ნარევს დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

3. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. შოკოლადის ცომი ჩაასხით, გაასწორეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

4. ბანანს ქერქი მოაშორეთ და რგოლებად დაჭერით.

5. ჭიქით ან სპეციალური ფორმით ცივი ბისკვიტიდან რგოლები გამოჭერით. ბისკვიტის ნარჩენები დაფშვენით.

6. ნაღები და შაქრის ფხვნილი გასქელებამდე ათქვიფეთ.

7. ცომის მრგვალ ნაჭრებს ცოტა კრემი წაუსვით, ზემოდან ბანანი დაადეთ. კიდევ 1 ს/კ კრემი საკონდიტრო ტომრის გამოყენებით წაუსვით.

8. გვერდებზე კრემი წაუსვით. ბისკვიტის ნაფშვენი მოაყარეთ. გასამაგრებლად 1 საათით მაცივარში შეინახეთ.

მზა დესერტი შოკოლადის განაშით და დაქუცმაცებული ფისტებით გააფორმეთ. ასეთი მორთული დესერტი თქვენს ტკბილ სუფრას დაამშვენებს. სტუმრები ნაზი ტკბილეულისთვის მადლიერი დარჩებიან.