ბოშა ქალის რეცეპტით ნოყიერი ჩიაბატა რომ მოამზადოთ, უბრალოდ ფქვილი და წყალი აურიეთ

453

ვის არ უყვარს ახალი პური ხრაშუნა ქერქით? ოდესღაც სახლისკენ მიმავალ გზაზე სურნელოვანი პურის ქერქის ჩაკბეჩა ტრადიცია იყო. ამ რიტუალზე უარის თქმა რთული იყო. ახლა გემრიელი პურის პოვნა რთულია – ყველა რეზინის ფუნთუშებს ჰგავს. პურის სახლში გამოცხობა გადავწყვიტე. როცა ვნახე, რომ შინაურული ჩიაბატა მხოლოდ 5 ინგრედიენტისგან მზადდება, გავიფიქრე, რომ ეს უმარტივესი და, ალბათ, ყველაზე გემრიელი პურია.

დამეთანხმეთ, იტალიელებმა ცომეულის შესახებ ბევრი რამ იციან. ჩიაბატას ბევრი რამ არ სჭირდება: წყალი, ფქვილი, მარილი, კარაქი და საფუარი. ხრაშუნა ჩიაბატა ჰაეროვანი გულით რომ მიიღოთ ცომს ისე უნდა მოეპყრათ, როგორც გოგოს პირველ პაემანზე – თავაზიანი უნდა იყოთ და მკვეთრ მოძრაობებს მოერიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე პაემანზე არ დაგთანხმდებათ. ასეა ცომეულთან. სხვა მხრივ, ყველაფერი მარტივია.

შინაურული ჩიაბატა ღუმელში გამომცხვარი

ყოველთვის, როცა საფუარის ცომს ვზელ, რაღაც ახალი გამომდის: ხან ცომი მკვრივია, როგორც ორცხობილა, ხან ფაფუკი, როგორც ღრუბელი. დედას ამქვეყნად ყველაზე გემრიელი პური გამოდის. დედა აცხობს თეთრ პურს ხრაშუნა ქერქით და ნაზი გულით კვლიავის თესლით. ყოველთვის ამბობდა, რომ პური კარგი განწყობით და ნათელი ფიქრებით უნდა გამოაცხო. მოკლედ, თუ პურის გამოცხობას გადაწყვეტთ, კარგ ხასიათზე იყავით და ყველაფერი გამოგივათ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 400 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

1. ფქვილი ფართო ღრმა ფორმაში გაცერით. ცალკე თასში ოთახის ტემპერატურის წყალი, მშრალი საფუარი და ზეითუნის ზეთი აურიეთ.

2. თხევად ინგრედიენტებს და ფქვილს კოვზით აურიეთ. როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება, ფორმაში მოათავსეთ და პარკი დააფარეთ.

3. თბილ ადგილას 45 წუთით გააჩერეთ. ცომი შეგიძლიათ ღუმელში მოათავსოთ, ნათურა ანთებული დატოვეთ.

4. ცომი 45 წუთში აფუვდება. ხელი წყლით დაისველეთ, რომ ცომი ხელზე არ მიგეკვრათ და შუაზე გაკეცეთ. ფორმა მოაბრუნეთ და ახლა მეორე მხრიდან გადაკეცეთ. ასე ცომი 4-ჯერ, ყველა მხრიდან გადაკეცეთ. ეს საჭიროა იმისთვის, ჩიაბატას გული ფოროვანი იყოს. ახლა ვქმნით ჰაერის ბუშტებს, რომ ჩიაბატა ცხობისას ამოვიდეს და ღრუბელივით ჰაეროვანი გახდეს.

5. 45 წუთში კვლავ ოთხივე მხრიდან გადაკეცეთ და ღუმელში 45 წუთით მოათავსეთ. მესამედ ისევ ოთხივე მხრიდან გადაკეცეთ.

6. სამუშაო ზედაპირს ფქვილი უხვად მოაყარეთ, რომ ცომი არ მიეკვრას. ფორმა გადააბრუნეთ და დაელოდეთ, სანამ ცომი მაგიდაზე დავარდება. ჩიაბატას გვერდები ფრთხილად გაუსწორეთ.

7. ცომს ფქვილი მოაყარეთ და სუფთა ბამბის პირსახოცი მოამზადეთ. პირსახოცს ფქვილი კარგად მოაყარეთ, ხოლო ცომი სამ ნაწილად გაყავით.

8. ნიჩბით ან საჭრელი დაფით ცომის ერთი ნაჭერი აიღეთ და პირსახოცზე გადაიტანეთ. ქსოვილზე პირველი ნაკეცი გააკეთეთ. პირსახოცი პირობითად სამ ნაწილად გაყავით ცომის სამი ნაჭრისთვის. „აკვანში“ დარჩენილი ცომის ნაჭრები მოათავსეთ. პირსახოცი ისე ჩაკეცეთ, ცომის ნაჭრები ერთმანეთს არ მიეკრას.

9. ცომს მეორე პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ღუმელი 240 გრადუსამდე გაახურეთ. ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

10. ღუმელის ძირში 50 მლ თბილი წყალი დაასხით და ჩიაბატა 240 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. 15 წუთში ტემპერატურას 200 გრადუსამდე დაუწიეთ და კიდევ 15 წუთით აცხვეთ.

11. ჩიაბატა ღუმელიდან გამოიღეთ და გისოსზე გადაიტანეთ. ქერქს ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ. გემრიელად მიირთვით.