უგემრიელესი რულეტები კარაქზე მოზელილი ცომით, ყაყაჩოს და კაკლის შიგთავსით

443

Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ ოჯახის წევრები გაახაროთ უგემრიელესი რულეტებით, რომლებიც კარაქზე მოზელილი უნაზესი ცომით მზადდება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 250 მლ თბილი წყალი
  • 16 გრ მშრალი საფუარი
  • 110-120 გრ კარაქი
  • 120 გრ შაქარი
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 500 გრ ფქვილი (შესაძლოა, ცოტა ნაკლები)

ყაყაჩოს შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 120 მლ რძე
  • 50 გრ შაქარი
  • 250 გრ ყაყაჩო
  • 60 გრ ქიშმიში
  • 5 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა

კაკლის შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 120 მლ რძე
  • 50 გრ შაქარი
  • 350 გრ ნიგოზი
  • 60 გრ ქიშმიში
  • 5 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
  • 1 კვერცხი რულეტზე წასასმელად

მომზადების წესი:

  1. ცომი მოამზადეთ. თბილ წყალს საფუარი აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ქაფი წარმოიქმნება.
  2. კარაქი გაადნეთ, შაქარი, კვერცხი, მარილი აურიეთ და საფუარის ნარევი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად ათქვიფეთ.
  3. ფქვილი საფუარის მასაში გაცერით და ცომი მოზილეთ. 5-10 წუთში ცომი დამყოლი, გლუვი გახდება და ხელზე აღარ მოგეკვრებათ. 1,5 საათით თბილ ადგილას შეინახეთ.
  4. შიგთავსი მოამზადეთ. კაკალი დააბლენდერეთ, დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ და ქვაბში მოათავსეთ. შიგთავსი 5 წუთით გააცხელეთ.
  5. ყაყაჩოს შიგთავსი დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ და ასევე შეათბეთ.
  6. რულეტი ააწყვეთ. ცომი 2 ნაწილად გაყავით, თითოეული გააბრტყელეთ. შიგთავსი მოათავსეთ და დაახვიეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და 1 საათით დაასვენეთ. ამ დროში ფენებად დაიშლება და ამოვა.
  7. კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა ცივი წყალი დაუმატეთ და რულეტებს წაუსვით.
  8. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.
  9. რულეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!