ლავაშის ფირფიტები ხაჭოთი და კვერცხით

787

ლავაში – უნივერსალური ინგრედიენტია!

მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ სადილი, ვახშამი და დესერტიც.

ინგრედიენტები

  • ლავაში 70გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე 2-3 სუფრის კოვზი
  • ხაჭო 70გ
  • ოხრახუში
  • კამა
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ლავაში. დაჭერით ან დახიეთ ხელით. ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე და მწვანილი. მოურიეთ და მოაყარეთ მარილი.

2.დაუმატეთ ლავაში, ისევ მოურიეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და გადაანაწილეთ ლავაში.

3.მოვამზადოთ შიგთავსი: ლავაშზე გადაანაწილეთ ხაჭო და დააფარეთ მეორე ფენა.

4.შეწვით დავდახურული 2-2 წუთი თითოეული მხრიდან. გადაკეცეთ სამკუთხედად.

გემრიელად მიირთვით!