ყველი ბრი – ძალიან სპეციფიკური პროდუქტია, მაგრამ ბევრის რაციონში შეხვდებით. ზოგისთვის კი ეს ის პროდუქტია, რომელსაც არასოდეს დააგემოვნებენ. თუ ამ ყველს კერძებში გამოიყენებთ სხვა პროდუქტებთან ერთად, მაშინ ყველაფრის შეცვლა შეიძლება. ამ სტატიაში ჩვენ ბრის ღუმელში გამოცხობას გასწავლით.
თუ ამ ყველას სწორად მოამზადებთ, მაშინ თქვენ მასში დამალულ გემოს გააღვიძებთ. მე დღეს უმარტივეს რეცეპტს გთავაზობთ – ყველი ბრი ღუმელში ნიგვზით. მინიმუმ დრო და უმცირესი ძალისხმევაა საჭირო.
ინგრედიენტები
- 1 პატარა თავი ყველი ბრი
- მრგვალი ფუნთუშა
- ნიგოზი
- ზეითუნის ზეთი
- 2 ჩაის კოვზი თაფლი
- მარილი
- მშრალი სანელებლები
მომზადება
1.მოავამზადოთ პროდუქტები. ფუნთუშა ოდნავ დიდი უნდა იყოს ყველზე. მოაჭერით ზედაპირი და მოაშორეთ გული.
2.ფუნთიშას წაუსვით ზეთი. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.
3.ყველს მოაშორეთ ზედაპირი და მოათავსეთ ფუნთუშის ცენტრში. წაუსვით ცხიმი,მოაყარეთ მარილი და სანელებლები. ზემოდან დააფარეთ ფუნთუშის ზედაპირი.
4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
5.სანამ ცხვება ფუნთუშა, მოამზადეთ ნიგოზი. დააქუცმაცეთ.
6.გამომცხვარ ყველს მოასხით თაფლი და მოაყარეთ ნიგოზი.
რმელ ინგრედიენტებს იუხდება ბრი
ბრის გამოცხობა არ არის აუცილებელი. მთავარია სწორი ინგრედიენტები შევურჩიოთ, რომლებიც ყველის დამახასიატებელ გემოს დახვეწავენ.
1.მაგალითად ფრანგები ყველს კრუასანს ან ახლად გამომცხვარ ბაგეტს უხამებენ. იტალიელები პასტას უმატებენ.
2.ბრი ძალიან უხდებ პომიდორ ჩერიის და რუკოლას.
3.კენკრა და ხილიც მშვენიერი გადაწყვეტილებაა.
4.ბრი და ჯემი. უცნაური დუეტი, მაგრამ ძალიან დახვეწილი გემო.
5.ზღვის პროდუქტებთან უბრალოდ ღვთაებრივი გამოდის.
გემრიელად მიირთვით!