ზარმაცული კაკლის ტორტი ცხობის გარეშე: უნაზესი ტკბილეული 30 წუთში

1102

რას წარმოიდგინეთ, როცა სიტყვა „ტორტი“ გესმით? ჩემთვის ყოველთვის მრავალფენიანი ბისკვიტის და კრემის დესერტია, რომლის მომზადებას მინიმუმ რამდენიმე საათი სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ თითოეულ ფენას ცალკე ცხობა სჭირდება. მიყვარს, როცა ყველაფერი მარტივია. ინგრედიენტები აურიეთ და მზადაა. შინაურულმა კაკლის ტორტმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მის მომზადებას ცხობა არ სჭირდება.

ყველაზე რთული მოხარშული კრემის მომზადებაა. აქ, გამკლავებას ყველა შეძლებს, თუ ქურას არ მოშორდება. უჩვეულო ტორტის ბისკვიტი მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება: კაკალი, ორცხობილა და კარაქი. შეუდარებელი დესერტი ნახევარ საათში მზადაა. შოკოლადი და ბანანი სასიამოვნო დანამატია.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ნიგოზი
  • 300 გრ ორცხობილა
  • 150 გრ შავი შოკოლადი
  • 3 კვერცხი
  • 300 მლ რძე
  • 4 ბანანი
  • 150 გრ კარაქი
  • 50 გრ ხორბლის ფქვილი
  • 130 გრ შაქარი
  • 300 მლ ნაღები
  • 10 გრ ვანილის შაქარი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი, ფქვილი აურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით ათქვიფეთ. რძე და 33%–იანი ნაღები დაუმატეთ, საშუალო ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე ხარშეთ. მუდმივად აურიეთ.

2. კრემი ცეცხლიდან გადმოდგით, შოკოლადის ნატეხები და 50 გრ კარაქი დაუმატეთ, აურიეთ, რომ შოკოლადი გაადნოთ. გაგრილებამდე გვერდზე გააჩერეთ. პერიოდულად აურიეთ, რომ ზემოდან ქერქი არ წარმოიქმნას.

3. კაკალი მშრალ ტაფაზე შეწვით, შემდეგ დააბლენდერეთ. ახლა ორცხობილა დააბლენდერეთ და კაკალს აურიეთ. დარჩენილი კარაქი გაადნეთ, ნარევს დაასხით და აურიეთ.

4. თეფშს 22 სმ დიამეტრის რგოლი დაადეთ, წინასწარ პარკი ან საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი 4 ნაწილად გაყავით, კრემი – 3 ნაწილად. ბანანი გათალეთ და რგოლებად დაჭერით.

5. ბისკვიტის პირველი ფენა მოათავსეთ, თანაბრად გაანაწილეთ და ჭიქით მსუბუქად ჩატუმბეთ. შემდეგ კრემი წაუსვით, ზემოდან ბანანის ნაჭრები დააწყვეთ. ფენები მორიგეობით დაუმატეთ, ბოლოს კაკლის ცომით დაამთავრეთ.

6. ტორტს პარკი დააფარეთ და მინიმუმ 4 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ გაიჟღინთოს. სუფრაზე გატანის წინ რგოლი და პარკი მოხსენით.

კაკლის და შოკოლადის ტორტი მოხარშული კრემით ძალიან ნაზი გამოდის. კაკალი ზედმეტად არ დააქუცმაცოთ, რომ მასზე უფრო ნათელი აქცენტი გააკეთოთ. სურვილისამებრ, დესერტი ახალი კენკრით და ხილით გააფორმეთ. ბანანის ნაცვლად შეგიძლიათ შავქლიავი გამოიყენოთ, ასე სხვა გემოს მიიღებთ.