ჩემი აზრით ყველა ბავშვს უყვარს სოსისი. ჩემს შვილს შეუძლია ყოველ დღე მიირთვას სიამოვნებით. მაღაზიაში შეძენილი სოსისების ხარისხს არვენდობი, ამიტომ სახლში ვამზადებ და ვიცი, რომ ჩემი შვილი ნატურალურს ჭამს.
მე ვიყენებ ქათმის ფილეს. ასე პროსუქტი გამოდის ნაზი, მაღაზიაში ნაყიდის ანალოგია. ფარშს ვუმატებ ხახვს და სტაფილოს. ხშირად ვამზადებ ყველის გულსართითაც.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 600გ
- ხახვი 150გ
- სტაფილო 150გ
- ნიორი 3 კბილი
- მზესუმზირის ზეთი 30მლ
- მანანის ბურღული 2 სუფრის კოვზი
- მშრალი რძე 1 სუფრის კოვზი
- პაპრიკა
- კაკალი ქინძი
- მარილი
- წიწაკა
- კვერცხი 2 ცალი
- ყველი 100გ
მომზადება
1.სტაფილო და ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, დაჭყლიტეთ ნიორი. მოთუშეთ ბოსტნეული ზეთში დარბილებამდე. ფილესგან მოამზადეთ ფარში. დაუმატეთ ბოსტნეული.
2.მოურიეთ ინგრედიენტებს. მოაყარეთ მშრალი რძე, მარილი, მანანის ბურღული, სანელებლები და დაუმატეთ კვერცხი. კარგად მოურიეთ. გაყავით თანაბარ ნაწილებად.
3.ერთი ნაწილი გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე, გაათანაბრეთ. ცენტრში მოათავსეთ ყველი. და გადაახვიეთ, ქარლდი კანფეტისებურად შეკარით.
4.ამ მეთოდით გადაახვიეთ დანარჩენი ნაწილებიც. შეწვით სოსისი 2-3 წუთი ორივე მხრდიდან.
5.დაასხით ცხელი წყალი. მოთუშეთ 10-15 წუთი. მზა სოსისს ფრთხილად მოახსენით პერგამენტი.
გემრიელად მიირთვით!