ტორტი მონასტრის ქოხი ალუბლით

897

ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ტორტი “მონასტრის ქოხი” დაამშვენებს თქვენს მაგიდას!

მოვამზადოთ სადღესასწაულო ტორტი ალუბლის შიგთავსით და უგემრიელესი კრემით.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • არაჟანი 1 ჭიქა
  • გააქტიურებული სოდა 1,5 ჩაის კოვზი
  • ფქვილი 2,5 – 3 ჭიქა
  • თაფლი 3 სუფრს კოვზი
  • ალუბალი ან ალუბლის ჯემი 200გ

კრემისთვის

  • არაჟანი 250გ
  • შედედებული რძე 1 ქილა
  • გახეხილი შავი შოკოლადი 20გ

მომზადება

  1. კვერცხიი აღქვიფეთ შაქართან, არაჟანთან და თაფლთან ერთად.
  2. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი.
  3. ცომი გაყავით 6 ნაწილად და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
  4. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
  5. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
  6. მოათავსეთ გამოსაცხობ ფრომაზე.
  7. გამოაცხეთ 180 გარდუსზე 20 წუთი.
  8. არაჟანი ათქვიფეთ შედედებულ რძესთან ერთად. წაუსვით კრემი და ააწყეთ დესერტი.
  9. წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
  10. მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!