ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 3 ცალი
- მარილი, წიწაკა, ნიგოზი
- ზეითუნის და მცენარეული ზეთი
- ხახვი 1 ცალი
- ბულგარული წიწაკა 2-3 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- პომიდორი 2 ცალი
- ნაღები 20% 180მლ
მომზადება
- ქათმის ფილეს მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
- ზემოდან მოაყარეთ შემწვარი ხახვი და მრგვლად დაჭრილი (ასევე შემწვარი წიწაკა).
- ტაფაზე მოათავსეთ ნიორი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და 150მლ წყალი.
- მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოაყარეთ 1/2 ჩაის კოვზი ნიგოზი, მოასხით 1 ჩაის კოვზი ქათმის ბულიონი და მოურიეთ.
- მოასხით 180მლ ნაღები და აადუღე 5 წუთი.
- ქათმის ფილე ჩაასხით ფორმაში, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!