2 ვაშლი + მოხარშული კრემი და ღვეზელი–ქარიშხალი მზადაა. თითებს ჩაიკვნეტთ

712

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის ღვეზელის ძალიან მარტივ და სწრაფ რეცეპტს. ნაზი და გაჯერებული გემოთი გაგაოცებთ. ღვეზელი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზია და შეგიძლიათ სტუმრებს გაუმასპინძლდეთ. აუცილებლად მოამზადეთ, რომ საკუთარი თავი, ახლობლები, მეგობრები და თქვენთვის ძვირფასი ადამიანები გაახაროთ.

კრემის ინგრედიენტები:

  • 250 მლ ან 1 სავსე ჭიქა რძე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ნახევარი პაკეტი ვანილი)
  • 2 ს/კ (50 გრ) შაქარი
  • 5 ჩ/კ (15 გრ) სიმინდის სახამებელი

ცომის ინგრედიენტები:

  • 200 გრ (1 თლილი ჭიქა + 4 ჩ/კ სავსე) ფქვილი
  • ½ თლილი ჭიქა (100 გრ) შაქარი
  • 2 კვერცხი
  • ½ თლილი ჭიქა (100 გრ) რძე
  • 1 ს/კ + 1 ჩ/კ (13 გრ) საცხობი ფხვნილი
  • მწიკვი სოდა
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი (ნახევარი პაკეტი ვანილი)
  • 2 ვაშლი
  • შაქრის პუდრა სურვილისამებრ

მომზადების წესი:

1. თავდაპირველად, კრემი მოხარშეთ, რომ ცომის მომზადებამდე გაგრილება მოასწროს.

2. კვერცხი ჩატეხეთ, შაქარი და სახამებელი დაუმატეთ და აურიეთ.

3. რძე დაასხით, კიდევ ერთხელ აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით.

4. როცა ნარევი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და კრემი რამდენიმე წუთით შეამოწმეთ, სანამ გასქელდება.

5. ვანილის ექსტრაქტი ან ვანილი დაუმატეთ, აურიეთ და კრემი გვერდზე გადადეთ.

6. ვაშლი გათალეთ და თხელ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხილს ლიმონის წვენი მოასხით, რომ არ გაშავდეს.

7. ახლა ცომი მოამზადეთ.

8. კვერცხი და შაქარი, მწიკვ სოდასთან ერთად აურიეთ, მიქსერით ათქვიფეთ. მასა თეთრი და ფუმფულა უნდა გახდეს, ამაზე ზუსტად 7-8 წუთი დაგჭირდებათ. რძე ჩაასხით და აურიეთ.

9. ფქვილი, საცხობი ფხვნილი, ვანილის ექსტრაქტი აურიეთ და მასას დაუმატეთ. ცომი 1-2 წუთით ათქვიფეთ.

10. ვაშლი ცომს დაუმატეთ და აურიეთ.

11. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი ჩაასხით.

12. კრემი საკონდიტრო ტომარაში ჩაასხით ან უბრალო პარკი მოჭრილი კუთხით აიღეთ. კრემი სპირალურად მოასხით.

13. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ღვეზელი დაახლოებით ნახევარი საათით აცხვეთ.

მზა ღვეზელს შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!