კრევეტისა და პესტოს მაკარონის პიკანტური სალათა

1612

ამ სალათას მოკლე, მშრალი მაკარონი უხდება. შეგიძლიათ ის სახეობა გამოიყენოთ, რომელიც მოგწონთ ან რომელიც საკუჭნაოში გეგულებათ. სურვილისამებრ კი შეგიძლიათ ნებისმიერი ბოსტნეული დაამატოთ და გააფარმოთ  თქვენი ფანტაზიით.

ინგრედიენტები:

  • 500 გ  მოკლე მილისებური მაკარონი
  • 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 350 გ კრევეტი
  • 120 მლ პესტო
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ლაიმის წვენი
  • მარილი და შავი პილპილი
  • 3 ს.კ. ოხრახუში
  • 3 ს.კ. რეჰანი

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და მაღალ ცეცხლზე ადუღეთ. მაკარონი ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. შემდეგ დიდ სასალათეში მოათავსეთ, ზეთი მოასხით და მსუბუქად შეანჯღრიეთ, რომ ზეთი კარგად მოედოს. დაუმატეთ კრევეტები და კვლავ შეანჯღრიეთ.
  3. პატარა ჯამში პესტო, მაიონეზი და ლაიმის ახალგამოწურული წვენი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ. შეკაზმეთ მარილითა და შავი პილპილით.
  4. საწებელი მოხარშულ მაკარონსა და კრევეტებს მოასხით, ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ, რომ მასა საწებელში ერთიანად ამოევლოს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და რეჰანი.
  5. მომზადებული სალათა თეფშებზე გაანაწილეთ ან ფილაში გადაიტანეთ.