ფორთოხლის სუფლე ორთქლზე

862

სუფლე ითვლება ჭირვეუ კერძაფ, მაგრამ მისი მომზდება ძალიან მარტივია. ბოსტნეულის, ხორცის, შოკოლადის და ხილის – ყველა სახეობის სუფლე მზადდება ათქვეფილი ცილისაგან. სწორედაც, რომ ცილა ამ დესერტის ფუძეა.

მიაქცით ყურადღება იმას, რომ გაგრილებული ცილა უფრო კარგად ქაფდება. მის ასათქვეფათ თქვენ დაგჭირდებათ იდეალურად სუფთა ჯამი, რაც მტავარია ცხიმის წვეთების გარეშე. ცილა ათქვიფეთ სუფლეში დამატების დროს, რადგან მისი ადრე მომზადება არ შეიძლება.

სუფლე წყლის ორთქლზე, მომზადებული ფორთოხლის ქერქშ – ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტია. ეს არის უჩვეულო დელიკატური კერძი დახვეწილი არომატით, რომელიც სადღესასწაულო სუფრის სამშვენისი გახდება.

ინგრედიენტები

  • ფორთოხალი 5 ცალი
  • შაქარი 50გ
  • ხორბლის ფქვილი 40გ
  • კვერცხის ცილა 3 ცალი
  • კარაქი 40გ
  • შაქრის ფხვნილი 50გ

მომზადება

1.გარეცხეთ ფორთოხალი. ერთი ფორთოხალი გათალეთ და გახეხეთ მისი ქერქი.

2.დანარჩენ ფორთოხლებს მოაჭერით თავი და ამოიღეთ გული. თქვენ გამოგივათ მომავალი დესერტის ფორმები.

3.გაწურეთ ფორთოხლის გულები.

4.ქვაბში გაალღვეთ კარაქი და დაუმატეთ ფქვილი.

5.ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ შაქარი, ქერქი და წვენი.

6.ახლა კი მოათავსეთ ისევ ცეცხლზე და მოხარშეთ, თან მუდმივად ურიეთ. როდესაც მასა დაიწყებს შესქელაებას გამორთეთ ცეცხლი და დაელოდეთ გაგრილებას.

7.ფორთოხლის ქერქისაგან დამზადებული ფორმები შეახვით ფოლგაში. ათქვიფეთ ცილა სქელი ქაფის მიღებამდე. მზა ცილა დაუმატეთ ფორთოხლის მასას.

8.ფორმები ამოავსეთ მიღებული მასით და მოამზადეთ მულტისახარშ ქვაბშ 20-25 წუთი. მზა დესერტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

არ შეშინდეთ თუ მომზადების შემდეგ სუფლე ცოტათი ჩაიფუსება, ეს ნორმალურია. მის ნაზ სტრუქტურას და არომატს ვერაფერი გააფუჭებს.