ცომს ძმარს ვუმატებ. აი რატომ გამოდის ჩემი ფუნთუშები ფაფუკი და ჰაეროვანი

1616

დღეს მინდა ფაფუკი ფუნთუშების საიდუმლო რეცეპტი გაგიზიაროთ. ყველაფერი მარტივადაა… ცომს უნდა დაუმატოთ ძმარი. სწორედ ეს ინგრედიენტი ქმნის ამ სიფაფუკეს და ჰაეროვნებას.

ინგრედიენტები

  • თბილი რძე 500მლ
  • შაქარი 100გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი 30გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მცენარეული ზეთი 80მლ
  • ფქვილი 900გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50გ
  • ძმარი 9% 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხის გულს + რძე
  • სიმითის მარცვლები

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით რძე, დაუმატეთ საფუარი და შაქარი. კარგად მოურიეთ.
  2. დაუმატეთ მარილი, ზეთი, კვერცხი და ათქვიფეთ.
  3. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  4. მოზილეთ რბილი ცომი.
  5. წებოვან ცომს ვუმატებთ კარაქს და 1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს.
  6. კარგად მოზილეთ ცომი.
  7. დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 1 საათი.
  8. კარგად ამოფუებული ცომი გადმოიტანეთ სამუშაო მაგიდაზე.
  9. გაყავით ცომი ორ ნაწილად.
  10. თითოეული ნაწილი კიდევ 6 ნაწილად გაყავით.
  11. მიეცით ფორმა.
  12. გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე.
  13. დაასვენეთ 15 წუთი.
  14. ჯამში მოათავსეთ კვერცხის გული და რძე. მიღებული კი წაუსვით ცომს ცხობამდე.
  15. მოაყარეთ სიმითი.
  16. გამოაცხვეთ 25-30 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!