ინგრედიენტები
- ღორის ხორცი 1კგ
- ბულგარული წიწაკა 12ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- ბრინჯი 180გ
- ხმელი-სუნელი 1 ჩაის კოვზი
- ნიორი 3 კბილი
- პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
- არაჟანი 4 სუფრის კოვზი
- კამა
- ოხრახუში
- წყალი 250მლ
- მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- ხორცსაკეპში გამოატარეთ ხორცი. გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ. წვრილად დაჭერით ხახვი.
- მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში, დაუმატეთ ბოსტნეული და ფარში. მოაყარეთ ხმელი-სუნელი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით. მოზილეთ შიგთავსი.
- წიწაკა გამოასუფთავეთ და ამოავსეთ შიგთავსით.
- ამოვსებული წიწაკები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
- ახლა კი მოვამზადოთ სოუსი, რომელშიც სემდეგ გამოვაცხობთ წიწაკას. ამისათვის გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით. მოთუშეთ ზეთში.
- წვრილად გახეხეთ სტაფილო და მოათავსეთ ტაფაზე, როცა ის ფერს შეიცვლის დაუმატეთ პომიდვრის პასტა.
- მოგვიანებით დაუმატეთ ნიორი და არაჯანი, მოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოთუშეთ 5 წუთი. მოასხით წყალი და დაელოდეთ 5 წუთი.
- წიწაკას მოასხით სოუსი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!