ყაყაჩოს ცხობილა – უკრაინელი დიასახლისების რეცეპტი!

615

ყაყაჩოს ცხობილებუ მართლაც უგემრიელესი გამოდის. უკრაინელი დიასახლისები უგემრიელეს კერძებს ამზადებენ მისგან, რომელთაც მაკავიკებს უწოდებენ.

ყაყაჩოს ცხობილა

ინგრედიენტები

  • 500მლ კეფირი
  • 50გ საფუარი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • ძმარი
  • 500გ ფქვილი
  • 150გ ყაყაჩო
  • 70გ შაქარი ყაყაჩოსთვის

მომზადება

1.გააქტიურეთ სოდა, დაუმატეთ კეფირი, საფუარი, ზეთი, შქარი და მარილი. კარგად მოურიეთ და მოაყარეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.

2.ცომი დაამრგვალეთ და დატოვეთ მაცივარში 1 საათი. ცომი გაყავით 2 ნაწილად, თითოეული გააბრტყელეთ.

3.ფირფიტები დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

4.სანამ ფირფიტები ცხვება, მივხედოთ ყაყაჩოს. მოასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ. ამის შემდეგ ის კარგად დაფხვენით. დაუმატეთ შაქარი.

5.მზა კორჟები დაჭერით კვადრატებად და გადაურიეთ ყაყაჩოს. მე გირჩევთ დესერტს მოასხათ ცივი რძე. გემრიელად მიირთვით!