პუდინგი – ინგლისში ძალიან პოპულარული კერძია. სტაფილო ძალიან მიყვარს, მისგან მომზადებულ დესერზე უარს ვერასოდეს ვიტყვი.
მე ამ პუდინგს ჟელატინის გარეშე ვამზადებ. შემასქელებლად ვიყენებ აგარ-აგარს.
ინგრედიენტები
- სტაფილო 500გ
- რძე 550მლ
- შაქარი 120გ
- მშრალი რძე 10გ
- აგარ-აგარი 15გ
- წყალი 200მლ
- მარილი
მომზადება
1.გაასუფტავეთ სტაფილო და გახეხეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ აგარ-აგარი, მოურიეთ.
2.სტაფილო გადაიტანეთ ქვაბში, მოასხით რძე და საშუალო ცეცხლზე დატოვეთ. აადუღეთ, დაუწიეთ ცეცხლს და მოხარშეთ 6-7 წუთი.
3.გააგრილეთ სტაფილო და ათქვიფეთ ბლენდერით. დაუმატეთ შაქარი, მშრალი რძე და მარილი, მოურიეთ.
4.ქვაბში მოათავსეთ აგარ-აგარი და დადგით ცეცხლზე. ადუღებისთანავე გადმოიტანეთ, მის ადგილას დადგით სტაფილოს მასა.
5.პიურეში ჩაასხით შემასქელებელიდა კარგად მოურიეთ. საშუალო ცეცხლზე აადუღეთ და მოხარშეთ 5-6 წუთი.
6.ფორმას წაუვით ცხიმი და ჩააფინეთ ქაღალდი. ჩაასხით მასა და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!