როგორ მოვამზადოთ ძალიან თხელი ცომი ღვეზელებისთვის

1291

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ცომის რეცეპტს, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

ცომი ღვეზელებისთვის

თუ არ დაიზარებთ და მოამზადებთ ცომს ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით, მისგან უგემრიელეს ღვეზელებს გამოაცხობთ. რაც უფრო თხელი გამოგივათ ცომი, მით უფრო გემრიელი იქნება ღვეზელი.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 250 მლ წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 400 გრ ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 350 გრ ფარში
  • 1 ც ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • პილპილი გემოვნებით
  • კონა მწვანილი

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთმანეთს წყალი, ფქვილი, მარილი და კვერცხი.

2. მოზილეთ მაგარი ცომი და შეინახეთ საყინულეში 20 წუთით.

3. სანამ ცომი საყინულეშია, მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაჭერით ხახვი და მწვანილი და ფარშში შეურიეთ. შემდეგ მოაყარეთ მარილი და შავი დაფქული პილპილი გემოვნებით.

4. ცომი ძალიან თხელ ფენად გაიყვანეთ. შემდეგ კი დაყავით რამდენიმე ნაწილად და თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ ცოტაოდენი შიგთავსი.

5. კარგად შეაწებეთ ღვეზელების კიდეები და შეწვით ცხელ ტაფაზე, მზესუმზირის ზეთში.

ღვეზელები ხრაშუნა და წვნიანი გამოდის, ისინი გემოთი ჩებურეკს მოგაგონებთ. ღვეზელში შიგთავსად ფარშის ნაცვლად შეგიძლიათ კვერცხი და ხახვი, ან ყველი გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!