კირკვალი ლობიო – უგემრიელესი სამარხვო კერძი

3042

ლობიო საქართველოში გვიან შემოვიდა და რაციონის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად იქცა. ლობიოს შემოსვლამდე საქართველოში სხვა პარკოსნებს იყენებდნენ – ცერცვს, ბარდას და ოსპს. დღეს ლობიოს ნიგოზში მოვამზადებთ.

ინგრედიენტები: 

  • ლობიო (მოხარშული) – 450 გ
  • ნიგოზი -200 გ
  • ქინძი – 25 გ
  • ოხრახუში – 25 გ
  • ქონდარი – 15 გ
  • ყვითელი ყვავილი – 15 გ
  • წიწაკა – 2 გ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ხახვი – 1-2 თავი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი დაჭერით წვრილად და შეურიეთ მოხარშულ ლობიოს.
  2. სანაყში ერთად დანაყეთ ქონდარი, წიწაკა, ნიორი, ნიგოზი, მარილი და ყვითელი ყვავილი.
  3. ქინძი და ოხრახუში დაკეპეთ.
  4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დაუმატეთ 20-30 მლ თბილი წყალი, რომ ნიგვზიანი მასა კარგად აიზილოს. შემდეგ ეს მასა დაამატეთ ლობიოსა და ხახვის ნარევს და კარგად ამოურიეთ. მიირთვით ცივად.