დიეტური შვრიის ორცხობილები კეფირზე

1086

თუ თქვენ ვარჯიშობთ, სწორად იკვებებით, ყურადღებას აქცევთ ფიგურას, მაგრამ ძალიან გიყვართ ტკბილეული, მაშინ ამ რეცეპტს მიაქციეთ ყურადღება. საკმარისია შვრიას დაუმატოთ კეფირი, რათა მივიღოთ სასიამოვნო ტკბილი გემო. ეს დესერტი სასარგებლოსთან ერთად ძალიან გემრიელია.

შვრიის ფანტელი შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალებს, რომელიც ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. თუ წონის დაკლებაზე ოცნებობთ ეს ტკბილეული ძალიან დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

  • შვრიის ფანეტელი 350გ
  • კეფირი 300მლ
  • ქიშმიში 300მლ
  • ვაშლი 2 ცალი
  • თაფლი 1 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

1.შვრიის ფანტელს დაუმატეთ კეფირი. უნდა მიიღოთ ნაზი მასა.

2.დატოვეთ მასა 30 წუთი. დაუმატეთ გახეხილი ვაშლი, ქიშმიში, დარიჩინი და თაფლი.

3.საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. კოვზით მიეცით ორცხობილებს ფორმა.

4.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!