გაითვალისწინეთ, რამდენადაც დიდხანს ხარშავთ საწებელს, იმდენად გემრიელი გამოვა. ქვაბს ბოლომდე არ დააფაროთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე, სულ მცირე, ორი საათი გააჩერეთ. საწებელს ურიეთ და ბულიონი უმატეთ, რომ ქვაბს არ მიეკრას და ზედმეტი წვენი ამოშრეს. ვინაიდან საწებლის მომზადება დიდ დროს მოითხოვს, ორმაგი ულუფა მოამზადეთ და ნაწილი 2-3 დღე მაცივარში შეინახეთ.
ინგრედიენტები:
- 60 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 1 ხახვი
- 1 ღერო ნიახური
- 1 სტაფილო
- 2 კბილი ნიორი 1 ყლორტი როზმარინი
- 3 ს.კ. ოხრახუში
- 750 გ გატარებული ძროხის ხორცი
- მარილი, შავი პილპილი
- 120 მლ მშრალი წითელი ღვინო
- 4 წვნიანი პამიდორი
- 250 -500 მლ საქონლის ბულიონი
- 500 გ სპაგეტი
- ყველი პარმეზანი
მომზადების წესი:
- დიდ ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, სტაფილო, ნიორი, 2 ს.კ. ოხრახუში და როზმარინი.
- დაუმატეთ ძროხის ხორცი. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით. შუშეთ დამატებით 5 წუთი. დაასხით ღვინო და ადუღეთ აორთქლებამდე. დაუმატეთ კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პამიდორი და დაბალ ცეცხლზე, სულ მცირე, 2 სთ დატოვეთ. საწებელი რომ მოიკლებს, დაასხით ბულიონი .
- ამოიღეთ როზმარინი.
- დაახლოებით 20-25 წთ -ით ადრე, ვიდრე კერძი მზად გექნებათ, მოხარშეთ სპაგეტი და შემდეგ საწებელში კარგად აურიეთ.
- სუფრაზე მიიტანეთ ცხელი, ოხრახუშსა და ახალგახეხილ პარმეზანთან ერთად.