სოფელში ბებიასთან ისეთი კანფეტი გავსინჯე, რომ მაღაზიაში ნაყიდ შოკოლადს აღარ ვუყურებ

382

ჩემი შვილებისთვის ტკბილეულს არ ვყიდულობ და თავადაც არ ვჭამ. საღებავების და შაქრის გარეშეც იოლად გავდივარ. კანფეტებს ჩირისგან სახლში ვამზადებ. მაღაზიაში შოკოლადებს არც ვუყურებ.

კანფეტები სწრაფად, მარტივად მზადდება და სუპერ სასარგებლო გამოდის. ისეთი გემრიელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ! ამაში შემოქმედებითი მხარეცაა, ფინიკის ნარევიდან ბურთების გაკეთება, შემდეგ კაკაოში, სეზამში ან ქოქოსის ფანტელებში ამოვლება.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი „სოფლის კანფეტი“ სხვადასხვა ჩირით და კაკლით სახლის პირობებში. ხელნაკეთი ტკბილეულის ხარისხში დარწმუნებული იქნებით!

ინგრედიენტები:

  • 100 გ ფინიკი
  • 80 გ ნუში
  • 3 ნიგოზი
  • 80 გ გარგარის ჩირი
  • 4 ჩ/კ თაფლი
  • 100 გ ლეღვის ჩირი
  • 40-50 გ სეზამი
  • 40 გ კაკაო
  • 40 გ ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, კაკალი და ჩირი მოამზადეთ. ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გირჩევთ, მათ შორის ფინიკი აუცილებლად შედიოდეს. ფინიკი კანფეტს სიტკბოს მატებს და წებოვანი სტრუქტურა აქვს, ანუ მისგან კანფეტები შეგიძლიათ გამოძერწოთ. ნებისმიერი კაკალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, თხილი, ნიგოზი და ნუში. მათი ნარევიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩირი გარეცხეთ და გააშრეთ.

2. ასევე დამატკბობელი დაგჭირდებათ. მაგალითად, თაფლი. თხევადი აკაციის თაფლი საუკეთესოაა. თაფლის ნაცვლად ნეკერჩხლის სიროფი ან აგავის სიროფი შეგიძლიათ აიღოთ. იმის მიხედვით, რა გაქვთ სახლში და რა უფრო მოგწონთ.

3. ბლენდერში კაკალი, ჩირი და დამატკბობელი (თაფლი) მოათავსეთ. არომატისთვის ვანილი გემოვნებით დაუმატეთ. ჩირს წინასწარ კურკა მოაშორეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ, მაგრამ არა ძალიან წვრილად. საკმაოდ ელასტიური მასა უნდა გამოვიდეს, რომელთანაც მუშაობა ადვილია.

4. 2 ვარიანტის კანფეტი შეგიძლიათ მოამზადოთ. 1–ელი: ფინიკი, ნუში და ლეღვი. მე–2: გარგარის ჩირი და ნიგოზი. ასეთ კანფეტებს გოგრის თესლიც უხდება.

5. დეკორად სეზამი გამოგადგებათ. წინასწარ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. კაკაო, ქოქოსის ფანტელი (ასევე მოხალეთ), თესლი და სელის თესლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

6. ჩირის და კაკლის მასიდან ბურთები გააკეთეთ და კაკაოში, სეზამის თესლში ან რაიმეში, რაც მოამზადეთ, იმაში ამოავლეთ. კანფეტები 1 საათით მაცივარში შეინახეთ. გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა: 90-იან წლებში ვანკას ტკბილეულს ამზადებდნენ: გარგარის ჩირი, ქიშმიში, ნიგოზი, თაფლი და იაფი ორცხობილა. ეს ყველაფერი ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ, დააგუნდავოთ და გახეხილ შოკოლადში ამოავლოთ. მისი ნაზი გემო დღემდე მახსოვს!

ასეთი ტკბილეული კილოგრამობით შეგიძლიათ მიირთვათ: წონაში არ მოიმატებთ.