რეცეპტი #1
ინგრედიენტები:
- ხმელი გარგარი – 5 ცალი
- ნიგოზი 5 ცალი
- თაფლი 1/2 სუფრის კოვზი
- რძე 1 სუფრის კოვზი
- მწარე შოკოლადი 70-90გ
- კაკაო, სეზამის მარცვლები – დეკორისთვის
მომზადება
- მწარე შოკოლადი დატეხეთ და რძესთან ერთად გაალღვეთ (ელექტო ღუმელში ან წყლის აბაზანაზე).
- ნიგოზი და გარგარი წუვრილად დაჭერით (შეგიძლიათ დააბლენდეროთ).
- გამღვალ შოკოლადს დაუმატეთ ნიგოზი, გარგარი და თაფლი.
- გააგრილეთ და მიღებული მასა დააბურთავეთ.
- ისევ გააგრილეთ, ამოავლეთ კაკაოში და სეზამის მარცვლებში.
რეცეპტი #2
ინგრედიენტები:
- გამოამშრალი ლეღვი 200-250გ
- შოკოლადი
- კარაქი 1 სუფრის კოვზი
- ნიგოზი
- კაკაო
მომზადება
- ლეღვი ჩაალბეთ ცხელ წყალში, გააგრილეთ (შეგიძლიათ გააშროთ ქაღალდის ხელსახოცით).
- გაალღვეთ შოკოლადი ცოტაოდენ კარაქთან ერთად.
- ლეღვი ჯვარედინად ჩაჭერით და წვრილად დაქუცმაცებული ნიგვზით ამოავსეთ.
- ლეღვი ამოავლეთ შოკოლადში.
- შოკოლადი გაგრილების შემდეგ, ამოავლეთ კაკაოში და მოაყარეთ ნიგოზი.
- რამდენიმე საათი მოათავსეთ მაცივარში.
რეცეპტი #3
ინგრედიენტები:
- 200გ გამომშრალი გარგარი
- 200გ ქიშმიში
- 200გ ფინიკი
- 200გ მოხალული ნუში
- ნახევარი ლიმონის წვენი
- სუფრის კოვზი თაფლი
- მწიკვი მარილი
- სეზამის მარცვლები
მომზადება
- 200გ გარგარი, 200გ ქიშმიში, 200გ ფინიკი გამოატარეთ ხორცსაკეპში.
- ბლენდერით დააქუცმაცეთ 200გ ნუში.
- დაუმატეთ ლიმონის წვენი, სუფრის კოვზი თაფლი და მწიკვი მარილი.
- მოურიეთ, დააბურთავეთ და ამოავლეთ სეზამის მარცვლებში.
- ისევ დაამუშავეთ ხელით, მაგრამ ამჯერად უფრო დეტალურად.
- გამომშრალი ხილის მებიმიერი კომბინაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.
რეცეპტი #4
ინგრედიენტები:
- ქიშმიში
- ფინიკი
- ნუში
მომზადება
- ყველაფერი დააბლენდერეთ, მოათავსეთ პაკეტზე, მიეცით ფორმა და გააგრილეთ.
- დაჭერით სასურველ ნაჭრებად – ენერგეტიკული დესერტი მზად არის!
რეცეპტი #5
ინგრედიენტები
- ხაჭო (9%) 300გ
- ნიგოზი 50გ
- ორცხობილა 150გ
- შაქარი, ვანილი, კაკაო
- შოკოლადი, კაკაო, დარიჩინი – ამოსავლებად
მომზადება
- გამოწურეთ ხაჭო, დაჭყლიტეთ ჩანგლით ან დააბლენდერეთ.
- დაუმატეთ შაქარი და ვანილი გემოვნებით.
- ასევე დაუმატეთ დაქუცმაცებული ორცხობილა და ნიგოზი.
- მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასას მიეცით კანფეტების ფორმა.
- ამოავლეთ შოკოლადში.
- მზა კანფეტები მოათავსეთ თქფშზე და შეინახეთ მაცივარში 1 საათი.
გემრიელად მიირთვით!