საუკეთესო სალათი სტაფილოსგან: მოამზადეთ კერძი, რომელიც სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება

2959

ყოველ ოჯახში თუნდაც ერთხელ მაინც მოუმზადებიათ სტაფილოს სალათი. ის ძალიან ეკონომიური, ნოყიერი და გემრიელი გამოდის. რბილი კონსისტენციის გამო მას ხშირად იყენებენ პურზე წასასმელად ან ბლინების შიგთავსის სახით.

დღეს “გასტრონომიამ” მოამზადა ამ კერძის ახალი ვარიანტი, ანანასის სალათი სტაფილოთი. ტკბილისა და ცხარეს შესანიშნავი შეხამების წყალობით, არაჩვეულებრივი კერძი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 2 ც სტაფილო
  • 250 გრ დაკონსერვებული ანანასი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 50 გრ ქიშმიში
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და გათალეთ სტაფილო, გახეხეთ სტაფილო და პარმეზანი.
  2. დაჭერით წვრილად ანანასი, დაჭყლიტეთ ნიორი, ქიშმიშს ცოტა ხნით დაასხით მდუღარე წყალი.
  3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გარდა ნიგვზისა. დაუმატეთ მაიონეზი და სუნელები.
  4. მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მწვანილი.

თუ გსურთ, რომ სალათი დაბალკალორიული იყოს, ჩაანაცვლეთ მაიონეზი იოგურტით, არაჟნით ან ზეითუნის ზეთის თაფლისა და მდოგვის ნაზავით. სულ სხვა გემოს მიიღებს, მაგრამ მაინც საინტერესო კერძი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!