სახლში გამომცხვარი პური “აგური”

873

ბავშვობიდან მახსოვს სახლში გამომცხვარი პურის სურნელი. ბებიაჩემი მუშაობდა საცხობში, ამიტომაც მის გამომცხვარ ვერაფერი შეედრებოდა. მე მისი მთავარი დამხამარე ვიყავი. ამდენი წლის შემდეგ, მე ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ ეს ცოდნა გამიზიარა.

მითითებული ინგრედიენტებისგან გამოგივათ 600გ პური. ჩემში პურის ეს ფორმა ნოსტალგიას იწვევს, მახსენდება ბავშვობის ლამაზი დღეები.

ინგრედიენტები

  • რძე 300მლ
  • საფუარი 7გ
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 400-450გ

მომზადება

1.გააცხელეთ რძე (არ უნდა იყოს ცხელი), დაუმატეთ საფუარი, შაქარი და 100გ გაცრილი ფქვილი. მოურიეთ, დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.

2.ამოსულ ცომს დაუმატეთ ზეთი, მარილი და დარჩენილი ფქვილი.მოზილეთ ელასტიური ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ თბილადგილას 30 წუთი.

3.აიღეთ ფორმა 23X14 სმ და სიმაღლე 5სმ. წაუსვით ცოტა ცხიმი და მოათავსეთ ცომი. დაელოდეთ ამოფუებას.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!