უბრალო კარტოფილი, რომელიც თავს შეგაყვარებთ

968

ძალიან მარტივი რეცეპტი კარტოფილით და ძეხვით. მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად, უგემრიელესია.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 1 ჭიქა
  • მარილი
  • ძეხვი 50გ
  • ფქვილი 200გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ და დაუმატეთ რძე. მოურიეთ და მოაყარეთ მარილი.
  2. დაუმატეთ კვერცხი, მოურიეთ.
  3. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  4. მასა მოაყარეთ ცომს და მოზილეთ.
  5. ძეხვეული დაჭერით ან გახეხეთ. დაუმატეთ ცომს.

6.გააცხელეთ ზეთი.

7.ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში ან სქელ პარკში. შეწვით ზეთში.

8.შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!