ბლინების მრავალი რეცეპტი არსებობს, ამ რეცეპტით მომზადებული კი უგემრიელესი გამოგივათ.
ინგრედიენტები
- ხორცი 0,5კგ
- არაჟანი 4-5 სუფრის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 150გ
- რძე 1 ჭიქა
- მარილი გემოვნებით
- ხახვი 2 ცალი
- გამდნარი ღორის ქონი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში.
- დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი, ნახევარი ბულიონი, რომელშიც იხარშებოდა ხორცი და მოთუშეთ.
- ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, ჭიქა რძე და მარილი. მოზილეთ ცომი, შეწვით ბლინები.
- თითოეულ ბლინზე მოტავსეთ 1 კოვზი შიგთავსი და შეახვიეთ.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
- დარჩენილი ბულიონით, 1 სუფრის კოვზი ფქვილით, 2 თავი ხახვით, 2 სუფრის კოვზი ქონით, მოვამზადოთ სოუსი.
- მზა ბლინებს მოასხით სოუსი.
გემრიელად მიირთვით!