მოურიეთ, მოასხით, მოაყარეთ – და კერძი მზად არის! ასეთ რეცეპტებზე ვგიჟდები

1327

ზაფხული – უამრავი ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. დაიჭირე მომენტი: აავსეთ ორგანიზმი ვიტამინებით!

მარტივი ბოსტნეულის სალათები

დღეს ჩვენ ავარჩიეთ საოცარი სალათის რეცეპტები მწვანილი და ბოსტნეულით. მათი მომზადება სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ!

სალათი კვერცხით და ისპანახით

ისპანახი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, ის სავსეა ვიტამინებით, რომელიც შეუცვლელია ჩვენი ორგანიზმისთვის. მოამზადეთ ვიტამინებით სავსე სალათი.

ინგრედიენტები

  • ისპანახი
  • 2-3 კიტრი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • მწვანილი: კამა და ოხრახუში გემოვნებით
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და გადაარჩიეთ ისპანახის ფოთლები, გააშრეთ, დაჭერით. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და კიტრი.
  2. მოამზადეთ სოუსი: ზეთს დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა.
  3. სალათი მოათავსეთ თეფშზე და მოასხით მიღებული სოუსი. ზემოდან გააფორმეთ კვერცხით.

სალათი “ტაბულე”

საოცარი სალათის გემო აუცილებლად მოგეწონებათ და დაგამახსოვრდებათ. რაც მთავარია, თქვენს ფიგურას საფრთხე არ ემუქრება. სალათს განსხვავებულს ხდის – ოხრახუში და ახალი პიტნა. აუცილებლად გასინჯეთ!

ინგრედიენტები

  • 100გ ბულგური
  • 1/2 ჭიქა ადუღებული წყალი
  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • 3 პომიდორი
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • პიტნა

მომზადება

  1. ბულგურს მოასხით ადუღებული წყალი და დააფარეთ თავზე, რათა სითხე მთლიანად შეიწოვოს (25-30 წუთი).
  2. მწვანილი კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ბომიდორი დაჭერით საუშალო ნაჭრებად.
  3. ღრმა ჯამში მოათავსეთ სალათი და მოასხით ზეთისა და ლიმონის წვენის სოუსი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

ბოსტნეულის სალათი ამერიკულ სტილში

ეს ნაციონალური სალათი – ძალიან უხდება საზაფხულო ვახშამს. მის მომზადებს 15 წუთი სჭირდება, ხოლო გემო ყველას გააოცებს.

ინგრედიენტები

  • 1 კიტრი
  • 1/2 ქილა დაკონსერვებული ლობიო
  • 1/2 ქილა დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ტკბილი წითელი წიწაკა
  • 10 პომიდორი ჩერრი
  • ქინძი
  • 1 ავოკადო
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. კიტრი და ტკბილი წიწაკა დაჭერით კუბიკებად, პომიდორი 2 ნაწილად გაჭერით. დააქუცმაცეთ ქინძი.
  2. ღრმა ჯამში მოათავსეთ ბოსტნეული, მწვანილი, სიმინდი და ლობიო. დაუმატეთ ავიკადო, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!