გაზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც ახლადამოსულ ეკალას გამორჩეულად კარგი გემო აქვს. მოგმზადებიათ ეკალა ტყემლით? თუ ჯერ არა, მაშინ დროა ერთად შევუდგეთ მის მომზადებას.
ინგრედიენტები:
- ეკალა – 1 კგ
- ტყემალი – 1 ჩაის ჭიქა
- ქინძი – 30 გ
- ნიორი – 2-3 კბილი
- ომბალო – 20 გ
- კამა – 50 გ
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გასუფთავებული ეკალა დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავუმატოთ წყალი ისე, რომ ეკალა მთლიანად არ დაიფაროს და მოვხარშოთ.
- მოხარშული ეკალა გადავიტანოთ საწურზე და გავავლოთ გამდინარე ცივ წყალში. შემდეგ გავწუროთ.
- ცალკე მოვამზადოთ ტყემლის წვენი:
- ტყემალი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი იმ რაოდენობით, რომ ტყემალი დაიფაროს. მოხარშვის შემდეგ გადავიტანოთ საწურში, გადავავლოთ ცივი წყალი, გავხეხოთ და შევაზავოთ ნივრით, წიწაკით, ქინძით და ომბალოთი; მომზადებული ტყემალი ნელ-ნელა მორევით შევურიოთ გაწურულ ეკალას.
- ლანგარზე გადაღებულ ეკალას შეიძლება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.