სალათი, რომლის რეცეპტს სტუმრები აუცილებლად მოგთხოვენ

5014

ამ სალათში იდალურად არის შეხამებული უგემრიელესი ინგრედიენტები. სადღესასწაულო მაგიდისთვის უკეთესს კერძს ვერ მოიფიქრებთ!

ინგრედიენტები

  • 0,5 მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • 1 მოხარშული სტაფილო
  • ხახვი
  • 350გ სოკო
  • 150გ ყველი
  • 6 ქათმის კვერცხი
  • 2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მაიონეი, მარილი, წიწაკა
  • კამა, ძირა და ბროწეული დეკორისთვის

მომზადება

1.დაჭერით სოკო წვრილად, თავდაპირველად მოათავსეთ მშრალ, ცხელ ტაფაზე. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მოასხით ზეთი და მოთუშეთ. სოკო და ხახვი გადაიტანეთ ცალკე ჯამში გასაგრილებლად.

2.მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ, გაასუფთავეთ და შუაზე გაჭერით. ცილა და გული ცალ-ცალკე ჭურჭელში მოათასვეთ.

3.დროა ავაწყოთ სალათი. გახეხეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა. კოვზით მიეცით მასას ფორმა. ზემოდან მოასხით მაიონეზი.

4.მეორე ფენად მოათავსეთ გახეხილი სატფილო. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი.

5.შემდეგი ფენა დაჭრილი ფილე. მოასხით მაიონეზი.

6.გახეხეთ კვერცხის გული და მოაყარეთ.

7.2/3 სოკოს მასა მოაყარეთ შემდეგ ფენად. გაათანაბრეთ და მოასხით მაიონეზი.

8.დარჩენილი სოკო გადაურიეთ დარჩენილ გულს და მაიონეზს. ამ მასით ამოავსეთ ცილა და გადაანაწილეთ ზედაპირზე. შეინახეთმაცივარში 2 საათი.

9.წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გააფორმეთ მწვანილით და ბროწეულით.

გემრიელად მიირთვით!