როგორ მოვამზადოთ პური წიწიბურასგან

1975

მათ, ვისაც უყიდიათ დაბალკალორიული დიეტური პური, იციან, რომ მისი ჭამა შეუძლებელია, რადგან იგი მაგარი, მსუბუქი და უგემურია, მაგრამ რას არ გააკეთებს ადამიანი ლამაზი ფიგურისთვის?
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გამოაცხოთ გემრიელი, სასარგებლო, დიეტური პური, რომელიც არ შეიცავს შაქარს, საფუარს და ცხიმს, ამასთანავე ძალიან დაბალკალორიულია და იგი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა.

წიწიბურას პური

ეს პური სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით. იგი აუცილებელია ღვიძლისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მასში შეუცვლელი ვიტამინები, საჭირო ცხიმები და ამინომჟავებია, ამასთანავე, იგი არ შეიცავს გლუტენს, რადგან წიწიბურას ფქვილისგან მზადდება.
მასში კალორიულობის გაკონტროლებად თავად შეგიძლიათ, აუცილებელი ინგრედიენტების დამატებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სანელებელი.
პურში არ დაამატოთ შაქრის შემცვლელები და დამატკბილებლები, რადგან ისინი არღვევენ ნახშირწყლების ბალანსს ორგანიზმში, ხელს უშლიან წონაში კლებას და საჭმლის მონელებას.

ინგრედიენტები

  • 1,5 ჭიქა წიწიბურას ფქვილი
  • 0,5 ჭიქა მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 4 ს.კ. ქატო
  • 2 ს.კ. მზესუმზირის მარცვლები
  • 2 ს.კ. გოგრის თესლი
  • 4 ს.კ. სელის თესლი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. როზმარი
  • 0,5 ჩ.კ. მაიორანი (თავშავა)
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი კოჭა
  • მწიკვი მარილი
  • წყალი (რამდენიც ცომს დასჭირდება)

მომზადების წესი 

1. თესლი და მზესუმზირის მარცვლები დააბლენდერეთ, შემდეგ შეურიეთ ფქვილს, ქატოს, მარილსა და სანელებელს.

2. მშრალ ნაზავს თანდათან დაუმატეთ წყალი, ზეითუნის ზეთი და მოზილეთ რბილი ცომი. გააჩერეთ 30 წუთით მაცივარში, შემდეგ კვლავ დაუმატეთ ცოტა წიწიბურას ფქვილი და თავიდან მოზილეთ ცომი.

3. მაგიდაზე მოაბნიეთ ფქვილი და გაიყვანეთ მასზე ცომი ძალიან ბრტყლად, შემდეგ კი დაჭერით მართკუთხედებად.

4. ცომის ნაჭრები მოათავსეთ საცხობ ლანგარზე (აუცილებლად დააფინეთ მასზე პერგამენტის ქაღალდი). გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში. როცა პური მიიღებს ღია ყავის ფერს, ესე იგი, უკვე მზადაა.

5. მზა პური შეინახეთ მშრალ, გერმეტიკულ ჭურჭელში. გემრიელად მიირთვით!