ნაზი სალათი შუბა: კლასიკური რეცეპტი

2318

რამდენი სალათიც არ უნდა იყოს მაგიდაზე, დიასახლისები სადღესასწაულოდ მაინც ამზადებენ შუბას.

შუბა ქაშაყით ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სალათია.

ინგრედიენტები

  • მოხარშული კარტოფილი 2 ცალი
  • ქაშაყი 1 ცალი
  • მოხარშული ჭარხალი 1 ცალი
  • მოხარშული სტაფილო 2 ცალი
  • მოხარშული კვერცხი 3 ცალი
  • მაიონეზი

მომზადება

  1. მზა პროდუქტები მოათავსეთ, ცალ-ცალკე ჯამებში.
  2. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და კვერცხი გახეხეთ.
  3. ქაშაყი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
  4. მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
  5. ჩემი ქაშაყი მარილიანია, ამიტომაც ხელახლა არ დავამარილებ.
  6. გამოიყენეთ მარილი გემოვნებით.
  7. მეტი კომფორტისთვის მაიონეზი ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში.
  8. ავაწყოთ სალათი. შეგიძლიათ ერთნაერი ფენები რამდენჯერმე გაიმეოროთ.
  9. მაგრამ მე ასე ვაკეთებ: პირველი ფენა, მოხარშული კარტოფილი.
  10. შემდეგი ფენა ქაშაყი და მოასხით მაიონეზი.
  11. შემდეგ ფენა მწვანე ხახვი, ზემოდან მოასხით მაიონეზი.
  12. შემგეგი ფენა სტაფილო, მოასხით მაიონეზი.
  13. შემდეგი ფენა კვერცხი, მოასხით მაიონეზი.
  14. ბოლო ფენად მოათავსეთ ჭარხალი და მოასხით მაიონეზი.
  15. კერძი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!