სალათი “პატარძალი” ქათმით

848

ქათმის სალათის მომზადება ნებისმიერ დროს შეიძლება. საახალწლო მაგიდას კი განსაკუთებით ამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 300გ შებილილი ქათამი
  • 4 კვერცხი
  • მდნარი კრემ-ყველი
  • 2 მოხარშული კარტოფილი
  • ხახვი
  • მაიონეზი

მომზადება

1.დაჭერით ქათამი წვრილად. კარტოფილი და ყველი გახეხეთ. მოხარშეთ კვერცხი, განაცალკვეთ ცილა და გული.

2.დაჭერით ხახვი, დაამარინადეთ ძმარში და ცხელ წყალში. 20 წუთის შემდეგ გადაასხით სითხე.

3.თითოეული ფენა უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად ფაფუკი, ამიტომაც არ დაჭყლიტოთ გახეხილი ინგრედიენტები.

4.კერძი ააწყეთ ფენებად. თითოეული ფენის შენდეგ უნდა წაუსვათ მაიონეზის თხელი ფენა. პირველ ფენად მოათავსეთ ქათმის ფილე, მაიონეზი. შემდეგი ფენა გახეხილი კვერცხის გული, მდნარი ყველი და მაოინეზი. ზემოდან უნდა მოაყაროთ გახეხილი ცილა.

გემრიელად მიირთვით!