საიდუმლოებებით მოცული სოუსი “შუბისთვის”, რათა სალათი მაგიდიდან უმალვე გაქრეს

701

თქვენ იცით ნამდვილი შუბის მომზადება? ამ კერძში სოუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

საინტერესო რჩევები

1.ჭახალი ძალიან სასარგებლო და საჭირო ინგრედიენტია, ამიტომაც ეცადეთ ყოველთვის გქონდეთ სახლში.

2.თუ კერძის მომზადება გეჩქარებათ, მაშინ სტაფილო და კარტოფილი დაჭერით. ასე ისინი გაცილებით სწრაფად მოიხარშებიან.

3.თევზის და ბოსტნეულის ფენები ერთმანეთს არ უნდა დაატკეპნოთ. ამით თქვენ კერძს დაეკარგება მოცულობა და სიფაფუკე.

4.იდეალური სოუსი სუბისთვის ბევრის აზრით არ არის მაიონეზი. 70% არაჟანს დაუმატეთ 30% მაიონეზი და თქვენ მიიღებთ გაცილებით უკეთესს შედეგს.

ინგრედიენტები

  • 1 საშუალოდ მარილიანი ქაშაყი
  • ხახვი
  • 2-3 კარტოფილი
  • 1-2 ჭარხალი
  • 2 სტაფილო
  • შაქარი და ძმარი
  • 30გ მაიონეზი
  • 70გ არაჟანი

მომზადება

1.კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო მოხარშეთ, გაასუფთავეთ. ცალკე დაჭერით და გაასუფთავეთ ხახვი. დამატეთ შაქარი, მარილი და ცოტა ძმარი. ამ მასაში დატოვეთ ხახვი დასამარინადებლად.

2.გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით. ზემოდან მოაყარეთ ხახვი და მოასხით სოუსი.

3.შემდეგ მოათავსეთ კარტოფილის ფენა და ისევ სოუსი. ახლა კი სტაფილო და სოუსი. სალათი უნდა დააგვირგვინოს ჭარხალმა. გააფორმეთ კერძი.

გემრიელად მიირთვით!