არაჟნის ტორტი “თოვლის გუნდა”: მარტივი, მაგრამ დახვეწილი დესერტი სადღესასწაულო სუფრისთვის

1662

ალბათ ერთხელ მაინც მოგიმზადებიათ არაჟნის მარტივი ტორტი, თუმცა დღეს ჩვენ გთავაზობთ, უფრო დახვეწოთ რეცეპტი და დაუმატოთ რამდენიმე ინგრედიენტი. შედეგად კი მიიღებთ უგემრიელეს დესერტს, რომელიც დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას.

ტორტი დაბალკალორიული რომ გამოვიდეს (გაითვალისწინეთ, რომ ხაჭოც და არაჟანიც დაბალცხიმიანია საჭირო), გამოიყენეთ ბრინჯის ფქვილი და შაქრის შემცვლელი. ფორმის საცხობის დიამეტრი სასურველია 16 სმ იყოს.

ინგრედიენტები

  • 250 გრ არაჟანი
  • 4 კვერცხის ცილა
  • 120 გრ ფქვილი
  • 15 გრ ყაყაჩოს თესლი
  • 90 გრ შაქრის პუდრი
  • 50 მლ წყალი
  • 50 გრ ნაღების ყველი
  • 200 გრ ხაჭო
  • 15 გრ ნუშის ფანტელი
  • ზეითნის ზეთი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, 200 გრ 15%-იანი არაჟანი, წყალი, ყაყაჩოს თესლი და გამაფხვიერებელი.
  2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფრთხილად დაუმატეთ მასაში.
  3. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, დაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღეროთი.
  4. გამომცხვარი ფენა შეახვიეთ საკვების ცელოფანში და გააცივეთ.
  5. მოამზადეთ კრემი. შეურიეთ 50 გრ არაჟანი და 0,1%-იანი ხაჭო, დაუმატეთ 40 გრ შაქრის პუდრი და ნაღების ყველი. ათქვიფეთ მიქსერით.
  6. გაჭერით ფენა სამ ნაწილად, წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი. მოაყარეთ ნუშის ფანტელი.
  7. შედგით მაცივარში 3-5 საათით ან მთელი ღამით.

დესერტი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, გემო კი შეუდარებელი აქვს. სცადეთ და არაჟნის ტორტს სხვაგვარად უკვე არ მოამზადებთ. ეს კიდევ უფრო ამყარებს ფაქტს, რომ ლამაზი დესერტების გამოცხობა არც თუ ისე რთულია. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!