სალათი “ნორვეგიის პრინცესა”

1173

ამბობენ, რომ ზამთრის სეზონზე მომზადებული სალათები ყველა ერთმანეთს გავს. ხშირად, მათ შემადგენლობაში შედის მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული და მაიონეზი. თქვენი აზრით ზამთრის სალათს რა შესძენს იმ ეშხს, რომელიც ყველა კერძს თავისებური აქვს. რათქმაუნდა სწორად პრეზენტაცია ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს.

სალათი “ნორვეგიის პრინცესა” ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება. ეს ის კერძია, რომელიც ნებისმიერ ადამიან გააოცებს. მას თამამად შეგვიძლია ვუეოდოთ ყველაზე ლამაზი საახალწლო სალათი. მოდით ვცადოთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები

  • ორაგული 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 200გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • ყველი 200გ
  • მაიონეზი 200გ
  • წითელი ხიზილალა 50გ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ძმარი 1 სუფრის კოვზი
  • წყალი 150მლ
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში დაამწნილეთ ხახვი. გაასუფთავეთ ბოსტნეული, წვრილად დაჭერით და მოათავსეთ ღრმა ქვაბში. ხახვს დაასხით ცხელი წყლის, ძმრის, შაქრის და მარილის ნარევი.

2.ნაკლებ მარილიანი თევზი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ბრტყელ თებშზე დაალაგეთ პირველ ფენად. 10 წუთის შემდეგ გამოწურეთ ხახვი და მოათავსეთ თევზზე. შემდეგი ფენა – კუბიკებად დაჭრილი კიტრი.

3.მზა ფენებს გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა. შემდეგ ფენად მოათავსეთ სიმინდი. წინასწარ მოხარშული კვერცხისგან გამოყავით ცილა და გული, ცალ-ცალკე გახეხეთ წვრილად.

4.სიმინდს მოაყარეთ კვერცხის გული. კიდევ გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა. ყველი გახეხეთ წვრილად და მოათავსეთ შემდეგ ფენად. ცალკე ჯამში ცილას დაუმატეთ 2 კოვზი მაიონეზი.

5.ცილისგან მიღებული მასა ბოლოს გადაუსვით სალათს. ზედა მხარე გააფორმეთ ხიზილალისგან ფორმირებული ვარდებით და ოხრახუშის ფოთლებით.

მზა სალათი 30 წუთით შეინახეთ მაცივარში, ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ თამამად გაუმასპინძლდეთ სტუმრებს. ამ ხერხის დახმარებით ის უფრო ნაზი და წვნიანია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!