მოხარშული ლორი პაპრიკით – გემო, რომელიც არასდროს მავიწყდება

730

დღს მინდა ლორის განუმეორებელი რეცეპტი გაგაცნოთ. ეს არომატული მოხარშული ლორი პაპრიკით და ნივრით მართლაც შეუცვლელია.

ამ ინგრედიენტს უბრალო სენდვიჩის განუმეორებელ კერძად გადაქცევა შეუძლია.

ინგრედიენტები

  • ლორი 1კგ
  • შავი წიწაკა (მარცვალი) 15 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • ნიორი 1 ცალი
  • მარილი 1,5 სუფრის კოვზი
  • წიწაკების ნარევი
  • პაპრიკა

მომზადება

1.დაჭერით ლორი 300გ ნაჭრებად, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

2.ლორს წაუსვით მარილი და წიწაკების მიქსი.

3.თითოეული ნაჭერი მოათავსეთ პომიეთილენის პაკეტში. თითოს მოაყარეთ 5 მარცვალი წიწაკა, 1 დაფნის ნიორი და 6 წვრილად დაჭრილი ნივრის კბილი.

4.გამოდევნეთ ჟანგბადი, მჭიდროდ შეკარით და მოათავსეთ კიდევ ერთ პაკეტში.

5.ლორი მოათავსეთ დიდ ქვაბში. აავსეთ ცივი წყლით და აადუღეთ ცეცხლზე. ლორს ზემოდან დააწექით ჭიქით ან თეფშით. 1,5 საათუ გააჩერეთ მინიმალურ ცეცხლზე.

6.გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში 4 საათი. გახსენით პაკეტები, მოაშორეთ დაფნის ფოთოლი, ნიორი და წიწაკა.

მაცივარში მისი შენახვა 4 დღე შეგიძლიათ. ჩემს ოჯახში პირვეივე დღეს მთავრდება.

გემრიელად მიირთვით!