საზამთროს სალათი დამწნილებულ ყირიმის ხახვთან და ბრინზასთან ერთად – დეტალური რეცეპტი

1298

საზამთრო მარილიან პროდუქტებს, მაგალითად, ბრინზას ყველს ძალიან ორგანულად ერწყმის. ამ სალათის რეცეპტი კონტრასტული გემოს (მარილიანი და ტკბილი) პროდუქტებს შეიცავს. სანელებლებით მორთული და დამწნილებული ხახვის დამატებით შეუდარებელ პიკანტურ კერძს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 150 გრ ბრინზა Apetina
  • 1 საშუალო ზომის კონა წიწმატი
  • 150 გრ ჟოლო
  • 2-3 ღერო პიტნა
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინი“
  • შავი წიწაკა ახალ დაფქული
  • 500 გრ საზამთრო (რბილობი)
  • 1 ყირიმის ხახვი
  • 1 ს/კ ბალზამის ძმარი
  • ½ ჩ/კ თხევადი თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • თეთრი წიწაკა ახალ დაფქული გემოვნებით

მომზადება:

  1. საზამთრო მსხვილ კუბებად დაჭერით, კურკები მოაშორეთ და თასში ჩაყარეთ.
  2. ჟოლო დააბლენდერეთ, რომ პიურე მიიღოთ. კურკების მოსაშორებლად საწურში გადაწურეთ. ჟოლოს პიურეს ზეითუნის ზეთი, ბალზამის ძმარი, თაფლი, მარილი და თეთრი წიწაკა დაუმატეთ. ეს მასა ათქვიფეთ.
  3. ყირიმის ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, მიღებულ სოუსს დაუმატეთ და 5-7 წუთით დამწნილება აცადეთ.
  4. წიწმატს ღეროები მოაშორეთ. ბრინზა კუბებად დაჭერით.
  5. საზამთრო, წიწმატი, ბრინზა და ხახვი მწნილთან ერთად აურიეთ. შავი წიწაკა და პიტნის ფოთლები მოაყარეთ.