წასახემსებლად დამწნილებულ კომბოსტოს რულეტს ვამზადებ. სუფრიდან წამებში ქრება

1314

წასახემსებელს შესანახად ვამზადებ, მაგრამ ქილამდე საქმე ვერ მიდის, სუფრიდან წამებში ქრება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ რულეტი დამწნილებული კომბოსტოთი.

მარინადის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 1/3 ჭიქა 9%–იანი სუფრის ძმარი (ვაშლის ძმრით არ ჩაანაცვლოთ)
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • 6 მარცვალი შავი წიწაკა

რულეტის ინგრედიენტები, პროპორციები გემოვნებით:

  • საშუალო თავი თეთრი კომბოსტო
  • სტაფილო
  • დაფქული წიწაკა
  • ნიორი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ზედა მესამედი მოაჭერით და გვერდზე გადადეთ, არ დაგჭირდებათ. დარჩენილ 2/3 მესამედ კომბოსტოს ფურცლები მოაშორეთ და ოდნავ მოხარშეთ, რომ ფოთლები ადვილად დაახვიოთ.
  2. ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. მაგალითად. კომბოსტო ჩანგლით დაიჭირეთ და ცხელ წყალში ჩაუშვით.
  3. ზედა ფოთლები დარბილების მიხედვით მოაშორეთ და კვლავ მიადეთ, რომ წყალში სრულად ჩაიძიროს, ანუ მოიხარშოს. მზა ფოთლები ამოიღეთ და თეფშზე დააწყვეთ.
  4. მნიშვნელოვანია, რომ ფოთლები არ გადაიხარშოს, არამედ მხოლოდ მსუბუქად მოიხარშოს, რომ ელასტიური გახდეს და ადვილად დაახვიოთ. ფოთლებს გაგრილება აცადეთ.
  5. ამის შემდეგ თითოეული ფოთოლი 4 ან 2 ნაწილად გაყავით, ცენტრში უხეში ძარღვი მოაშორეთ. თითოეულ ნაწილს გახეხილი სტაფილო დაუმატეთ (რაოდენობა თქვენი გემოვნებით).
  6. სურვილისამებრ, გახეხილ სტაფილოს შეგიძლიათ დაჭრილი ნიორი, დაფქული შავი წიწაკა, სიცხარისთვის ცოტა წითელი წიწაკა დაუმატოთ.
  7. კომბოსტო რულეტივით დაახვიეთ. კომბოსტო შეგიძლიათ კონვერტივით შეკრათ, როგორც ტოლმა. შესაფერისი ზომის ჭურჭელში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
  8. მარინადისთვის წყალი აადუღეთ, მარილი, შაქარი დაუმატეთ და 5-7 წუთით ხარშეთ.
  9. დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. განმეორებითი ადუღების შემდეგ ძმარი დაუმატეთ. აადუღეთ, ცეცხლიდან გადმოდგით და იმწამსვე კომბოსტოს რულეტებს დაასხით ისე, რომ მთლიანად დაფაროს.
  10. ზემოდან თეფში და სიმძიმისთვის ტვირთი დაადეთ, რომ რულეტი ზემოთ არ ამოვიდეს. ოთახის ტემპერატურაზე 1 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ.
  11. წასახემსებელი მზადაა. გემრიელად მიირთვით!