როგორ მოვამზადოთ ხორციანი ბლინები

1605

ახლახან ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა მისი მომზადებული ბლინების დასაგემოვნებლად და საბედნიეროდ გამიზიარა მათი მომზადების რეცეპტიც. თხელი ბლინების ცომი ამ რეცეპტში განსხვავებულია – 1ლ რძეზ გათვლილია 8 ცალი კვერცხი, სწორედ ამიტომაცაა ეს ბლინები ასეთი უცხო და საოცრად გემრიელი. იმისათვის, რომ ბლინები გამოვიდეს არომატული, უნდა მოვათავსოთ ისინი რამდენიმე წუთით ღუმელში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ამ საოცარი ბლინების მომზადების რეცეპტს!

ამ კერძის მომზადება შეგიძლიათ ლანჩისათვის, ასევე ის იდეალურად შეავსებს თქვენს საუზმეს.

ხორციანი ბლინები

ინგრედიენტები

  • 1ლ რძე
  • 8 ცალი კვერცხი
  • წიწაკის ნარევი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • ხორცის სანელებლები გემოვნებით
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • მწვანილი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 550გ ფქვილი
  • 800გ ღორის ხორცი
  • 2 ცალი ხახვი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 150გ კარაქი

მომზადება

1.ლიმონის წვენით გაჟღენთილ სოდას დაუმატეთ რძე და ფქვილი.

2.ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და სანელებლები.

3.დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ ცომს.

4.მასა მიიყვანაეთ ერთგვაროვნებამდე და დაიწყრთ თხელი ბლინების ცხობა.

5.შიგთავსისთვის წვრილად დაჭერით ხორცი, დაუმატეთ მარილი და სანელებლები, შეწვით ტაფაზე.

6.დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ცოტა მარილი და მოთუშთ. იმისათვის, რომ ხახვმა მიიღოს კარამელიზირება მას მოაყარეთ შაქარი.

7.მზა ხორცი და ხახვი აურიეთ ერთმანეთს. დაიწყეთ ბლინების ამოვსება. მზა ბლინები მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და მოასხით მდნარი კარაქი.

8.ბლინები გამოაცხვეთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.

გემრიელი ხორცის ბლინები ძალიან მოეწონებათ თქვენ ოჯახის წევრებს! ამ ბლინების მოსამზადებლათ საჭიროა სულ, რაღაც 1 საათი. მერწმუნეთ ერთხელ გასინჯვის შემდეგ თქვენ მათზე უარს ვეღარ იტყვით. გემრიელად მიირთვით!