შოკმანჟე, რომელიც სხვა დესერტს თავისი შოკოლადის გემოთი ჩრდილავს

658

კლასიკის მიხედვით, სადღესასწაულო სუფრა ყოველთვის დესერტით უნდა დასრულდეს. სასურველია, რომ მსუბუქი და ჰაეროვანი დესერტი იყოს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ წარმოუდგენელი დესერტის „შოკმანჟეს“ რეცეპტს. მისი ხავერდოვანი ტექსტურა პირში დნება, ხოლო შოკოლადის ნოტები წარმოუდგენელ გემოს ტოვებს.

გაყინული „შოკმანჟე“ უფრო ნაყინს ჰგავს. როცა ოდნავ დნება, სახლში მომზადებულ სუფლეს გვახსენებს. ბოლოს შეგიძლიათ საყვარელი კაკლით ან დარიჩინით გააფორმოთ.

როგორ გავხადოთ დესერტი „შოკმანჟე“ უფრო პიკანტური

ცოტა ექსპერიმენტები ჩაატარეთ და „ზრდასრული“ ვერსია გააკეთეთ. 50 მლ კონიაკი ან ნებისმიერი სხვა ლიქიორი დაუმატეთ და ისედაც გემრიელი ტკბილეული მათრობელა ნოტების მქონე პიკანტური დესერტი გახდება. შეუდარებელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 150 გ რძიანი შოკოლადი
  • 270 გ შაქარი
  • 180 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ.

2. კვერცხის ცილა მყარი ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ. თანდათან ნახევარი შაქარი დაუმატეთ.

3. შემდეგ კვერცხის გული დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ.

4. კვერცხის მასებს სპატულით ფრთხილად აურიეთ.

5. რძიანი შოკოლადი წყლის ორთქლზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გაადნეთ.

6. მიღებული შოკოლადის მასა ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ.

7. ახლა ფორმებში ჩაასხით და 3 საათით გაყინეთ.

8. სურვილის შემთხვევაში, ქოქოსის ფანტელებით ან დარიჩინით გააფორმეთ.

თუ ყოველთვის გსურდათ ისეთი გემრიელი დესერტის გაკეთება, როგორიც კარგ კაფეში იყიდება, სწორ მისამართზე ხართ. „შოკმანჟე“ სასიამოვნოდ გაგაოცებთ და რეცეპტი სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილი გახდება.