მოამზადეთ ღვეზელი ვაშლით, მოლდოვური რეცეპტით

1720

მოლდოვური რეცეპტით ღვეზელის მომზადება ძალიან მარტივია. შიგთავსად შეგიძლიათ არა მხოლოდ ვაშლი, არამედ კომბოსტო, ხორცი ან სოკო გამოიყენოთ. ღვეზელი ძალიან გემრიელი და ხრაშუნა გამოდის.

ღვეზელი ვაშლით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი და ხრაშუნა ღვეზელი ვაშლის შიგთავსით. ცომი თითებით უნდა გააბრტყელოთ და გაიყვანოთ, რაც უფრო თხელი იქნება ცომი, მით უფრო გემრიელი გამოვა ღვეზელი.

ინგრედიენტები

  • 2-2,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,7 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა უსუნო მცენარეული ზეთი
  • 4-5 ც ვაშლი
  • 2 ს.კ. ქიშმიში
  • 2 ს.კ. დაჭრილი კაკალი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი 

1. თასში აურიეთ ერთმანეთს ფქვილი, 1 ს.კ. შაქარი და მარილი. თანდათან დაასხით წყალი და მცენარეული ზეთი (ცომისთვის საჭიროა 4 ს.კ.) მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. შემდეგ გაყავით 4 ნაწილად და დაასვენეთ 15 წუთი.

2. ცომის თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ და გაიყვანეთ თითებით.

3. მაგიდაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზემოდან ფქვილი მოაყარეთ. კარგად გაყვანილი ცომი მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე, წაუსვით მცენარეული ზეთი, დაადეთ მას ცომის მეორე ფენა, კვლავ წაუსვით მცენარეული ზეთი და ასე გააგრძელეთ. ბოლო ფენას ზედაპირზე ზეთის წასმა არ სჭირდება.

4. დაახეხეთ ვაშლი და დაუმატეთ შაქარი, ქიშმიში და დაჭრილი კაკალი.

5. მოათავსეთ შიგთავსი ცომის ზედაპირზე და რულეტივით გაახვიეთ. შემდეგ მოათავსეთ საცხობ ფორმაში ზედაპირზე ათქვეფილი კვერცხი ან მცენარეული ზეთი წაუსვით.

6. ღვეზელი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთის განმავლობაში აცხვეთ, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს. შემდეგ გადააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ, რომ გაგრილდეს.

გემრიელად მიირთვით!