როგორ დავამწნილოთ სიმინდის ტარო ზამთრისთვის

საკუჭნაოში ზამთრისთვის გამზადებული კიტრისა და პომიდვრის მწნილები ყველა დიასახლისს მოეპოვება, თუმცა დამწნილებული სიმინდით თავს ცოტა თუ მოიწონებს. დღეს გასწავლით როგორ დაამწნილოთ სიმინდის ტარო, რომელიც თქვენი ზამთრის ცივ დღეებს ზაფხულის გემოებით გაახალისებს.

ინგრედიენტები:

  • სიმინდი 18-20 ცალი
  • მარილი – 6 ცალი
  • ძმარი – 2.5 ჭიქა
  • წყალი – 6 ლიტრი
  • შაქარი – 12 სუფრის კოვზი
  • შავი პილპილი (მარცვლებად) – 6 ცალი

მომზადების წესი:

1. დაახლოებით თანაბარი ზომის სიმინდის ტაროები კარგად გაარჩიეთ და ბუსუსების მოაშორეთ. გარეცხეთ გამდინარ წყალში და ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.
2. ტაროები დიდ ქვაბში მოათავსეთ, დაასხით იმდენი წყალი რამდენ ქილა მწნილსაც ამზადებთ, შემდეგ ამ წყლით ქილები უნდა გავავსოთ. წყალი აადუღეთ და სიმინდი 5 წუთით ხარშეთ.
3. შემდეგ ამოიღეთ სიმინდის ტარო წყლიდან და აუცილებლად გააცივეთ ყინულიან წყალში. მზა სიმინდი ზედმეტი წყლისგან დასაწურად პირსახოცზე მოათავსეთ.
4. ამავდროულად მოახდინეთ ქილების სტერილიზაცია და დაიწყეთ მარინადის მომზადება. მარინადის მოსამზადებლად 1 ლიტრ სიმინდის ნახარშზე 0.25 ჭიქა (9%) ძმარი. 1 სუფრის კოვზი მარილი და 2 სუფრის კოვზი შაქარი გამოიყენეთ.

5. შემდეგ ნაზავი აადუღეთ და 3 წუთი ამზადეთ. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, მარინადი ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ. თუ მარინადს არ გააცივებთ სიმინდი მაგარი გამოვა.
6. ტაროები ქილებში გაანაწილეთ და ყოველ ქილაში 3-3 ცალი შავი პილპილის მარცვლები მოათავსეთ. დაასხით სიმინდს მარინადი. ყოველ ქილას თავსახური დაახურეთ და ქვაბში გადაიტანეთ.
7. ამავე ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში უკეთეთ პასტერიზაცია. ეს პროცეუდურა სიმინდს ამჟავებისგან დაიცავს.
8. დროის გასვლის შემდეგ ქილები ქვაბიდან ამოიღეთ, მოხუფეთ და თავსახურით ქვემოთ დაალაგეთ. შეფუთეთ თბილი ქსვილით.