შოკოლადის ტორტი “ფანტასტიკა” კეფირით, რომელიც ნამდვილად თქვენი ფავორიტი გახდება!

780

თუ ტკბილეული ძალიან გიყვართ, დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი შოკოლადის ტორტი “ფანტასტიკა” ნამდვილად თქვენი ფავორიტი გახდება! მისი ბისკვიტი ფუმფულა და კარგად გაჯერებული გამოვა, ხოლო კრემის წასმისაა და მოჭიქვის შემდეგ ნამდვილად შეუფასებელ დესერტად იქცევა!

ტორტი “ფანტასტიკა”

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გრამი კეფირი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2-3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 ჭიქა ფქვილი

კრემის ინგრედიენტები (ვარიანტი 1)

  • 400 გრამი არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 200 გრამი კარაქი

კრემის ინგრედიენტები

  • 2 კვრცხი
  • 300 გრამი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მუქი
  • 400 გრამი რძე
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • 200 გრამი კარაქი
  • ორცხობილა, შოკოლადი ან ნიგოზი მოსაყრელად

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხი, მცენარეული ზეთი და კეფირი. მეორე ჯამში აურიეთ ფქვილი, შაქარი, სოდა და კაკაო. შემდეგ ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და კარგად მოურიეთ.



2. ცომი კარაქ წასმულ ფორმაში გადმოასხით, მოათავსეთ 200 – 170 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში. გამოაცხვეთ 50 წუთი.



3. როდესაც გამომცხვარ ბისკვიტს გამოიღებთ, გააცივეთ და მხოლოდ შემდეგ გაჭერით სამ ნაწილად


4. დადგა კრემის დამზადების დრო:
არაჟნის კრემი: დაარბილეთ კარაქი და აურიეთ არაჯანტან ერთად, შემდეგ კი ათქვიფეთ.
მოხარშული კრემი: დადგით რძე ასადუღებლად. ამ დროს ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, ნელ-ნელა ჩაუმატეთ ფქვილი და განაგრძეთ თქვეფა. ეს ნარევი ნელ-ნელა ჩაასხით რძეში და ინტენსიურად ურიეთ. დაუწიეთ ცეცხლს, ჩააყარეთ ვანილი და განაგრძეთ მორევა. გააცივეთ კრემი. დაუმატეთ შერბილებული კარაქი. კარაგად მოურიეთ. შედგით მაცივარში ნახევარი საათით. კრემი მზად არის!

5. კრემი წაუსვით ბისკვიტს და ზემოდან შოკოლადი ან კაკალი მოაყარეთ.