რატომ უნდა დავაკონსერვოთ ჭარხალი

1527

ჭარხლის დაკონსერვება სულაც არ არის რთული, მაგრამ ასეთი კონსერვი უამრავ სარგებელს მოგიტანთ. ასეთი მზა საჭმლის გამოყენება შეგიძლიათ სალათებსა და ბორშში.

დაკონსერვებული ჭარხალი

კონსერვაციის უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა, ჩვენ ჭარხლის ამ მეთოდით დაკონსერვებას გირჩევთ. იგი ძალიან მარტივია და მის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს.

ინგრედიენტები

  • მოხარშული ჭარხალი
  • დაფნის ფოთლები
  • მიხაკი
  • ბაჰარი
  • ცხარე პილპილის მარცვლები
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 100 მლ ძმარი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, მოხარშეთ და კუბებად დაჭერით ჭარხალი. თუ ბოსტნეული მცირე ზომისაა, შეგიძლიათ მთელ მდგომარეობაში დააკონსერვოთ, ან უბრალოდ ორ ნაწილად გაყოთ.

2. ქილებში მოათავსეთ დაფნის ფოთლები, მიხაკი, ბაჰარი და 6-6 ცალი ცხარე პილპილის მარცვლები, შემდეგ კი ფრთხილად ჩაალაგეთ ჭარხლის ნაჭრები.

3. მოამზადეთ მარინადი. თითოეულ 1 ლიტრ წყალს სჭირდება 1 ს.კ. მარილი, 2 ს.კ. შაქარი და 100 მლ ძმარი. მოადუღეთ მარინადი ამ ინგრედიენტებით და ჩაასხით ქილებში.

4. 20 წუთის განმავლობაში დაასტერილეთ ქილები, შემდეგ კი მოხუფეთ. ჩააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ ადეალაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.