როგორ გამოვაცხოთ ხორცის მთლიანი ნაჭერი ღუმელში. ეს რეცეპტი ახალბედა და გამოცდილ დიასახლისებს თანაბრად გამოადგებათ

1465

ხორცის დამარინადებას რა უნდა? აადუღე წყალი, დაამატე სუნელები, დაასხი ხორცის ნაჭერს და თუ გინდა, დღე-ღამე გააჩერე ასე. ეს ტექნოლოგია ბევრი დიასახლისისთვის ნაცნობია. მაგრამ რას იტყოდით, თუ უფრო დახვეწილ ხერხს შემოგთავაზებთ?

დღეს „გასტრონომია“ წარმოგიდგენთ ხორცს ბრაზილიურად. ადგილობრივებს კარგად ესმით ხორცის, სუნელებისა და საჭირო ტემპერატურის შერჩევის საკითხი. ამიტომაც,

ინგრედიენტები

  • 700 გრ საქონლის ხორცი
  • 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 100 მლ თეთრი ღვინის ძმარი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. როზმარინი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ღვინო, ძმარი, ზეთი, დაუმატეთ როზმარინი და პილპილი. ხორცის მარინადი მზადაა.

2. გარეცხეთ ხორცი, გაამშრალეთ და მოათავსეთ მარინადში 2 საათით.

3. მოათავსეთ ხორცი საცხობ ფორმაზე, დაასხით მარინადის მეოთხედი, დააფარეთ ქაღალდი და დააყარეთ დიდი ოდენობით მარილი.

4. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. დაჭერით ხორცი თხლად და გემრიელად მიირთვით!

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 30 წუთი ხორცის მომზადებისთვის საკმარისი არ არის – ის მართლაც მედიუმი გამოვა – უსისხლო, მაგრამ ოდნავ მოვარდისფრო შიგნიდან. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!