პოლონური სოკოს სუპი რძით

2242

თითოეულ დიასახლისს აქვს სოკოს სუპის საკუთარი რეცეპტი. ზოგიერთი მას ნაღებთან ერთად ამზადებს, ზოგი კი-მდნარ ყველთან ერთად და ა.შ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ სოკოს სუპი რძითა და თეთრი ღვინოთი. ამ კერძს პოლონეთში თითქმის ყველა რესტორანში ამზადებენ. თქვენ კი მისი მომზადება საშინაო პირობებში ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

როგორ მოვამზადოთ სოკოს სუპი 

წვნიანი და მდიდარი სოკოს სუპი ნებისმიერი სახეობის სოკოსგან შეგიძლიათ მოამზადოთ. გაყინული სოკოც კი გამოდგება სუპისთვის, მაგრამ არომატი იმდენად მდიდარი არ ექნება, როგორც ახალ სოკოს.

სუპისთვის აუცილებლად მაღალი ხარისხის ღვინო გამოიყენეთ, თუ ასეთი ღვინო არ გაქვთ, უმჯობესია საერთოდ არ დაუმატოთ იგი. რძე აუცილებლად ადუღებული უნდა იყოს.

პოლონეთში სუპს ამზადებენ სპეციალურ ბოსტნეულის ბულიონში სტაფილოსთან, ხახვთან, ოხრახუშის ფესვებთან და ნიახურთან ერთად. შემდეგ წვნიანიდან იღბენ ბოსტნეულს, ხოლო სითხეს სუპის მოსამზადებლად იყენებენ. თუ გაქვთ დრო, ნუ დაგეზარებათ ბულიონის მოდუღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი.

ინგრედიენტები

  • 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
  • 250 მლ რძე
  • 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 400 გრ სოკო
  • 50 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 2-3 ც საშუალო კარტოფილი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • ერთი კონა მწვანე ხახვი
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • მარილი, სანელებელი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი

მომზადების წესი 

1. დაჭერით სოკო ფირფიტებად. ნახევარი შეწვით დაჭრილ ნიორთან და მწვანე ხახვთან ერთად, კარაქსა და ზეთში.

2. როცა სოკო შეიწვება, დაუმატეთ მას ერთი ჭიქა თეთრი ღვინო და მწიკვით მუსკატის კაკალი. როდესაც ნაზავი ადუღდება, გადაიტანეთ იგი ქვაბში.

3. დაუმატეთ დარჩენილი სოკო, კუბებად დაჭრილი კარტოფილი და მოასხით ზემოდან ბოსტნეულის ბულიონი. მარილი მოაყარეთ გემოვნებით. როდესაც სუპი ადუღება, ნელ ცეცხლზე დამატებით 15 წუთი კვლავ ადუღეთ.

4. ჩაასხით სუპში რძე და ნაღები და მოადუღეთ. დაუმატეთ მწვანილი და სანელებელი, გამორთეთ ცეცხლი.

5. მიირთვით სუპი ცხელ მდგომარეობაში თეთრ პურთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!