გემრიელი კატლეტი: ჭამა ახლა დავამთავრე, კიდევ მინდა

593

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ ძალიან გემრიელი და სწრაფი კატლეტი ღუმელში. ასეთი რეცეპტით ყველაზე გამოუცდელი დიასახლისიც იდეალურად მოამზადებს. კატლეტი ძალიან წვნიანი და გემრიელი გამოდის. პროვანსული ბალახები უჩვეულო არომატს ანიჭებენ.

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ხორცის ფარში
  • 10 გრ მარილი
  • 5 გრ შავი წიწაკა
  • 5 გრ პროვანსული სუნელები
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 100 გრ ყველი
  • 50 გრ მაიონეზი
  • 1 პომიდორი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში ფარში მოათავსეთ.

2. მარილი, შავი წიწაკა და პროვანსული სუნელები დაუმატეთ.

3. ყველაფერი კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ფორმაში 20×30 სმ ზომის სამზარეულოს რგოლი ჩადეთ და ნახევრამდე ფარშით გაავსეთ.

5. ფარში რგოლში კარგად ჩატუმბეთ და ლამაზი, მრგვალი კატლეტები გააკეთეთ.

6. პომიდორი პატარა კუბებად დაჭერით და პატარა თასში მოათავსეთ.

7. მსხვილ სახეხზე გახეხილი მოხარშული კვერცხი პომიდორს დაუმატეთ.

8. მაიონეზიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

9. მიღებული მასა თითოეულ კატლეტს ზემოდან დაადეთ.

10. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით სრულად მომზადებამდე აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!