სალათი „ცეზარი“ ქათმით: კლასიკური რეცეპტი

792

ამ სალათის ავტორია იტალიელი ცეზარ კარდინი, რომელიც დიდი დეპრესიის და მშრალი კანონის პირობებში რესტორანს „ზეცართან“ მართავდა. რესტორანი მექსიკის პატარა ქალაქში, ჰოლივუდთან ახლოს მდებარეობდა და ერთ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს კინოს გადამღები ჯგუფი კარდინის ბარში დასალევად–წასახემსებლად შემოვიდა. დალევით დალიეს, მაგრამ წასახემსებელი არაფერი იყო. მაშინ საზრიანმა ცეზარმა ხელთ არსებული პროდუქტებისგან რაიმეს გაკეთება სცადა: ნიორი, სალათის ფურლები, ნაფიცხარი პური, კვერცხი, ზეთი და ლიმონი. მან სასალათე დიდ თასში ნიორი გახეხა, სალათის ფურცლები დააქუცმაცა, ყველი, მოხარშული კვერცხი, შემწვარი პური დაუმატა და ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით მორთო. სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ. იმ დღიდან სალათი „ცეზარი“ პოპულარული გახდა.

ახლა ამ სალათის ბევრი ვარიანტი არსებობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ კლასიკურ რეცეპტს სალათი „ცეზარი“ ქათმით.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 200 გრ პური
  • 1 დიდი კონა მწვანე სალათი
  • 70 გრ ყველი პარმეზანი
  • 3-4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 5 მწყრის კვერცხი გასაფორმებლად (აუცილებელი არაა)
  • 1 კბილი ნიორი
  • 5-7 ჩერი პომიდორი

საკაზმის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხის გული
  • 2 ჩ/კ მზა მდოგვი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათმის ხორცი და ოთახის ტემპერატურის მწყრის კვერცხი ცივ წყალში ჩადეთ და ცეცხლზე დადგით. 7 წუთით კარგად მოხარშეთ. ქათმის ფილეს მარილი და წიწაკა წაუსვით, ასევე შეგიძლიათ ქათმისთვის სპეციალური სანელებელი მაღაზიაში შეიძინოთ. ფილე ფოლგაში გაახვიეთ და 200 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ.
  2. 3-4 ს/კ ზეითუნის ზეთს დაპრესილი ნივრის კბილი დაუმატეთ. 10 წუთით გააჩერეთ. არომატული ზეთი გახუხული პურის შესაწვავად გამოიყენეთ. პური პატარა კუბებად დაჭერით და ამ ზეთში ნაზი ქერქის მიღებამდე შეწვით. ახლა საშუალო სახეხზე ყველი გახეხეთ.
  3. დრო მოვიდა, სალათი მორთოთ: კვერცხიდან გული ამოიღეთ, ცილა არ გჭირდებათ. კვერცხის გული და მდოგვი აურიეთ, ლიმონის წვენი, ასევე მარილი, წიწაკა და დაპრესილი ნივრის კბილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  4. მწყრის კვერცხი და ჩერი პომიდორი ოთხ ნაწილად გაყავით, ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით (როგორც პური). გარეცხილი და მშრალი სალათის ფურცლები ხელით დააქუცმაცეთ.
  5. ბრტყელ თეფშზე სალათის ფურცლები დააწყვეთ, შემდეგ ქათმის ფენა დაუმატეთ, ახლა გახუხული პური. საკაზმი მოასხით. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ და პომიდვრის და მწყრის კვერცხის ნაჭრებით გააფორმეთ. მწყრის კვერცხი აუცილებელი არაა, მაგრამ მასთან ერთად სალათი უფრო გემრიელი და დახვეწილი გამოდის.

გემრიელად მიირთვით!