მწვანე სატაცურის მომზადების ნიუანსები. რა გავაკეთოთ, თუ ღეროები ძველია

286

როგორც იქნა, წელს ვისწავლე, როგორ მოვამზადო მწვანე სატაცური. ვაღიარებ, ადრე არ ვყიდულობდი, რადგან ფული მენანებოდა. სეზონზე სატაცური მაშინვე დახლზე ჩნდება, მაგრამ ძვირი ღირს. გადავწყვიტე, წელს უარი არაფერზე ვთქვა. ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ!

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ახალი და ძველი სატაცური.

მწვანე სატაცურის მომზადება

ადვილად მზადდება, მაგრამ ასევე მარტივად შეგიძლიათ გააფუჭოთ. მთავარია, გესმოდეთ, რომელ პროდუქტთან გაქვთ საქმე. სეზონზე ახალი და წვნიანი სატაცური იყიდება. ასეთი სატაცური საკმარისია გარეცხოთ, შემდეგ შეწვათ ან გამოაცხოთ.

ამბობენ, სატაცურის ფესვები უნდა მოჭრათ, რადგან ხმელი ნაწილი საკვებად უვარგისია. პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს. ეს მასალაც ღირებულია. ფესვები მოაშორეთ, ბოსტნეულის სათლელით გათალეთ და ჩაშუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ.

ახალი და ძველი სატაცურის გარჩევა ძალიან მარტივია. ახალი სატაცური უფრო თხელია. ძველ სატაცურზე ყლორტები თესლებით ჩნდება. ახალ სატაცურს უცხო სუნი არ უნდა ჰქონდეს.

თუ სახლში მისულმა აღმოაჩინეთ, რომ ძველი სატაცური იყიდეთ, არ იდარდოთ და არ გადაყაროთ. წვერები მოაჭერით,  ბოსტნეულის სათლელით გათალეთ, მწვანე კანი მოაშორეთ. ასე დაგრჩებათ წვნიანი და რბილი ნაწილი, რომელიც საკვებად ვარგისია.

სატაცურის მომზადება

სატაცური სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ. მოხარშვას და გამოცხობას დიდი დრო სჭირდება. იდეალურია, თუ სატაცურს მარილიან მდუღარე წყალში 1–2 წუთი ხარშავთ. შემდეგ ყინულიან წყალში გადაიტანთ, რომ მომზადება შეწყვიტოს. ასე ხრაშუნა წასახემსებელს მიიღებთ.

სატაცური შეგიძლიათ გამოაცხოთ. ბეკონში გამომცხვარი იდეალურია. მნიშვნელოვანია, რომ სატაცური ერთი და იმავე სისქის იყოს, რომ ერთი ღერო მეორეზე სწრაფად არ გამოცხვეს. კარგი მეთოდია, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება.

ღუმელი გააცხელეთ და სატაცური 10 წუთი აცხვეთ.  სატაცურის შეწვა უფრო ადვილია, კარაქში 5-6 წუთი შეწვა საკმარისია. სატაცური და ნიორი საუკეთესო კომბინაციაა. სუფრაზე გატანისას ლიმონის წვენის მოსხმა ზედმეტი არაა.