გახეხილი ვაშლის ნამცხვარი

1384

ერთ – ერთი საუკეთესო ბავშვობის მოგონებაა ჩემთვის ეს დესერტი. ბებია ყოველთვის გვიმზადებდა ამ გემრიელობას.

ფხვიერ ცომთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 3 ჭიქა
  • ვაშლი 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ლიმონი 0,5 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • კარაქი 300გ
  • ვანილი 10გ
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. ფქვილს დაუმატეთ მარილი და გამაფხვიერებელი. გაცერით მასა. 250გ ცივი კარაქი დაჭერით კუნიკებად. გადაურიეთ ფქვილს.

2.ცალკე ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი. მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით 2 ნაწილად.

3.ორივე ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ საყინულეში 2 საათი. ვაშლი გათალეთ და გახეხეთ.

4.ვაშლს მოასხით ლიმონის წვენი. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი. მასზე გახეხეთ ცომის ერთი ნაწილი.

5.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ვაშლი. ამ ფენას მოაყარეთ დაჭრილი კარაქი, მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი. დაახეხეთ დარჩენილი ცომი.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!